Connect with us

ფეხბურთი

დავით მუჯირი: “5 შეცვლის აუცილებლობა საქართველოში არ არის, ეროვნული ლიგის გარდა, სხვა ლიგების ჩატარების საკითხი დამოკიდებულია ქვეყანაში რეგულაციების შეცვლაზე!”

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი ჟურნალისტებს შეხვდა და ეროვნული ლიგის გუნდების ფეხბურთელების, მწვრთნელებისა და პერსონალის ტესტირებაზე, ამხანაგურ მატჩებზე და სხვა ლიგების განახლების შესაძლებლობაზე ისაუბრა.
– ეროვნული ლიგა 25 ივნისს განახლდება. სამწუხაროდ ჯერ მხოლოდ ამ ლიგაში ხერხდება წესების დაცვა. პირველადი ტესტირება ათივე გუნდმა დაასრულა, რომელიც 1-7 ივნისამდე ტარდებოდა. საბედნიეროდ, არცერთ ფეხბურთელს, მწვრთნელსა და კლუბის პერსონალს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ეს იმას ნიშნავს, რომ გუნდები შეკრებაზე გადავლენ. მათ აქვთ ვალდებულება, ორკვირიანი შეკრება გაიარონ. მატჩამდე ორი დღით ადრე კი ხელმეორე ტესტირებას ჩაიტარებენ.
– უახლოეს მომავალში ქვეყანაში მდგომარეობა კიდევ უფრო გაუმჯობესდება და აქედან გამომდინარე, შეიცვლება რეგულაციებიც. ეს ხელს შეუწყობს როგორც ეროვნული ლიგის გუნდებს იმაში, რომ საწვრთნელი პროცესები სრულყოფილად ჩაატარონ, ასევე, მიეცეთ სპარინგმატჩების გამართვის საშუალება. ამავე დროს, ეს იქნება საშუალება, რომ დავგეგმოთ სხვა ლიგების განახლებაც – ლიგა 2-ის, ლიგა 3-ის, ლიგა 4-ის, დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშება, მოყვარულთა, ფუტსალის, ქალთა ლიგის და ყველა ის გათამაშება, რაც დაგეგმილი გვქონდა. ვიმედოვნებ, უახლოეს პერიოდში მათაც განვაახლებთ.
– კლუბებს ველაპარაკეთ და შევუთანხმეთ,რომ შეცვლების რაოდენობის გაზრდის აუცილებლობა არ იყო. ამაში ყველა კლუბი დაგვეთანხმა. ამიტომ, შეცვლების რაოდენობა იგივე იქნება 3 და არა 5. ეროვნულ ლიგაში თამაშები ისეთი მჭიდრო გრაფიკით არ ჩატარდება, როგორც ევროპაში. ჩვენთან, აფქტობრივად, ისევ ერთკვირიანი ციკლი შენარჩუნდება. ამიტომ შეცვლების გაზრდის აუცილებლობა არ იყო.

წყარო: სპორტ პანორამა

Total Page Visits: 938 - Today Page Visits: 1
Click to comment

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Facebook

სარეკლამო ადგილი


ჩვენი პარტნიორები