Connect with us

ფეხბურთი

“ატლეტიკო” შეტევას აძლიერებს! სიმეონეს დემბელე მოუნდა.

“მადრიდის ატლეტიკო”  თავდასხმის ხაზს აძლიერებს. ევროპულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით “ლიონის ოლიმპიკის” შემტევი მუსა დემბელე მალე იჯარის წესით მადრიდულ გუნდს შეუერთდება.
24 წლის დემბელე იჯარით “ატლეტიკოში” სეზონის ბოლომდე ითამაშებს და ეს მადრიდელებს 1,5 მილიონი ევრო დაუჯდებათ ხოლო მისი გამოსყიდვის თანხა 33.5 მილიონი ევრო იქნება რასაც დიდი ალბათობით 5 მილიონი ევრო დაემატება.

ესპანური მედია ავრცელებს ინფორმაციას რომ ფრანგი უკვე ჩავიდა მადრიდში და სამედიცინო შემოწმებას გაივლის, მედიკოსები ყურადღებას გაამახვილებენ მის ხელზე რომელიც სულ მცირე ხნის წინ ვარჯიშზე მოიტეხა.

ატლეტიკოს მესვეურებს მუსა დემბელე დიეგო კოშტას იდეალურ შემცვლელად ესახებათ რომელმაც კონტრაქტი გუნდთან გასული წლის ბოლოს გაწყვიტა.

Total Page Visits: 49 - Today Page Visits: 2
Click to comment

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

სარეკლამო ადგილი


Facebook

ჩვენი პარტნიორები