Connect with us

ფეხბურთი

ახალი სეზონი-ძველი პრობლემები!

ეროვნული ლიგის ახალი სეზონი სულ მალე აიღებს სტარტს ძველი და საკმაოდ ნაცნობ პრობლემებთან ერთად.

ახალი სეზონი 27 თებერვალს განახლდება და გუნდების უმეტესობა მზადებას ზოგი შინ და ზოგიც გარეთ გადის, უმეტესობა იმიტომ რომ არის გუნდი ჩვენს ჩემპიონატის ელიტაში რომელსაც არა თუ ვარჯიშები არ დაუწყია არამედ ფეხბურთელებიც არ ჰყავს, და ეს გუნდი “ტორპედოა”. ეს რომ ნებისმიერ სხვა ქვეყნის ჩემპიონატში ხდებოდეს სრულო ანომალია იქნებოდა და საქმე მინიმუმ თაღლითობაზე იქნებოდა აღძრული, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს ჩემპიონატში ხომ ყველაფერი მოსულა?! ამიტომ ეს ჩვეულ ამბად არის ქცეული. გუნდი რომელიც არაერთგზის ჩემპიონია დღეს საფეხბურთო და მენეჯმენტურ ჭაობში ღრმად არის ჩაფლული და არც ის ღბადაღებული იტალიური წარმოების ბაწარი ჩანს რომლითაც ოდესღაც იმერული გრანდი მთლად ბოლომდე არ ჩაიძირება.

კარგი იქნებოდა შესაძლებლობა მქონოდა ეს პრობლემებით სავსე სტატია აქ დამესრულებინა მაგრამ ვინ მოგვცა ამის ბედნიერება?!

ეროვნულ ლიგაში ახლად აღზევებულებსაც არ უდგათ კარგი დროება მითუმეტეს ინფრასტრუქტურის მხრივ.

ხშირად გვსმენია არაერთი ფეხბურთში მოღვაწე ჩინოვნიკისა თი უბრალო გულშემატკივრისაგან რომ უნდა დასრულდეს ჩრმპიონატში თბილისური გუნდების თავკომბალობა და ეროვნული ლიგის გეოგრაფია უნდა გაიზარდოსო, კიბატონო მოხდა მასე ამ სეზონზე, აჭარა აგერ ორი გუნდით იქნება წარმოდგენილი ჩვენს ტოპ 10 კლუბში მაგრამ რა?! არც ერთ მათგანს არ აქვს საშუალება თავის სტადიონზე ითამაშოს, ზოგი გაზაფხულის მეორე ნახევარში ზოგის შემოდგომას შეძლებს საკუთარ კედლებში თამაშს. ამით იმის თქმა გვინდა რომ აუცილებელია გუნდებმა სეზონისთვის მზადება გაცილებით ადრე დაიწყონ და არა მაშინ როცა დღე დღეზე თამაშები ელის, ევროპაში სწრაფი ფეხბურთიაო ვიძახით და ეს სისწრაფე ზოგა სალაჰის 37.5 კმ.ს ჰგონია, არა ბატონო სისწრაფე საჭიროა მენეჯმენტშიც, პრობლემების სწრაფ გამოვლენასა და მის გადაწყვეტაში.

ახლად აღზევებულ “სამგურალს” რაც შეეხება, ამ გუნდს აქვს საკმაოდ დიდი პოტენციალი, აქვს 12000 იანი სტადიონი რომლის რეაბილიტაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, აქვს ქალაქი რომელთა მაცხოვრებლები შწყვარებულები და მონატრებულები არიან საფეხბურთო საღამოებს, ვისაც არ გჯერათ ნახეთ გადათამაშების მატჩები და თავად დარწმუნდებით! საბედნიეროდ ამ გუნდს მცირე ხნით მოუწევს “დევნილობაში” თამაში და ერთ ერთი პირველი იქნება ვინც შინაურ კედლებს დაუბრუნდება.

“ბათუმის დინამოსა” და მის სტადიონზე ბევრი დაიწერა და ბევრიც ითქვა მაგრამ ფაქტია ბათუმელები ზღვის სიოს საწყის ტურებში ვერ იგრძნობენ რაც ვისი ბრალია დღემდე არ არის გარკვრული, აგერ სულ მცირე ხნის წინ გეგუჩაძემ თქვა საწყის ტურებში დაკარგული ქულები გუნდს ჩემპიონობის დაკარგვად უჯდებაო და იმედი დავიტოვოთ ზღვისპირელების სტარტი ამ სეზონზე უკეთესი იქნება.

შეჯამებისთვია ვიტყვი რომ 2021 წლის ჩემპიონატიდან უნდა ველოდოთ დაძაბულობას, ბოლო ტურებამდე გაურკვევლობას მაგრამ ხარიახის რა მოგახსენოთ

Total Page Visits: - Today Page Visits:
Click to comment

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Facebook

სარეკლამო ადგილი


ჩვენი პარტნიორები