Connect with us

ფეხბურთი

ბაბუნაძემ “სიონი” დატოვა

21 წლის თამაზ ბაბუნაძემ ბოლნისის “სიონის” რიგები დატოვა და ახლა უგუნდოდაა. როგორც იცით, ბაბუნაძე “სიონში” თბილისის “დინამოდან” იყო განათხოვრებული და როგორც ფეხბურთელმა პირად საუბარში გვითხრა, ის არც დედაქალაქურ გუნდში დარჩენას აპირებს და კარიერის სხვა გუნდში გაგრძელებას ფიქრობს.

ბაბუნაძემ ასევე დაგვიდასტურა რომ მისით რამდენიმე უცხოური გუნდია დაინტერესებული და მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს, ყველაფერი ცნობილი უახლოეს ხანში გახდება.

თამაზ ბაბუნაძემ გასულ სეზონში “სიონის” მაისური 17 შეხვედრაში მოირგო და 3 გოლის გატანა მოახერხა.

Total Page Visits: - Today Page Visits:
Click to comment

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Facebook

სარეკლამო ადგილი


ჩვენი პარტნიორები