Connect with us

ფეხბურთი

ბათუმის დინამო დროებით გალიდერდა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 24-ე  ტურში  აგნისას ბაზაზე ,,ბათუმის  დინამომ,,  ,,საჩხერის ჩიხურას,, უმასპინძლა  და მინიმალური ანგარიშით  2:0 ძლია. 

შეხვედრა დაძაბულ ფონში მიმდინარეობდა,  59-წუთზე ვლადიმერ მამუჩაშვილის ჩაწოდებულ  ბურთზე  ყველას  ჯაბა ჯიღაურმა დაასწრო და ანგარიში  1  –  0 გახადა. მატჩი  ბათუმელების უპირატესობით მიმდინარეობადა,  68 წუთზე ლევან გეგეჭკორმა საჯარიმოში  მყოფ ჯაბა ჯიღაურს  საგოლე პასი გადააწოდა  და ანგარიში  ორამდე გაზარდა . 

შეგახსენებთ რო  ჯაბა ჯიღაურის მეორე თამაშია  კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ბათუმის დინამოს რიგებში და უკვე  3 გატანილი გოლი დაუგროვდა.

ამ მომენტისთვის ბათუმის დინამო  1 ადგილზე იმყოფება 46 ქულით, თუმცა უახლოეს მდევარებს   ,, თბილისის დინამოს,, და  ,,საბურთალოს,,  ჯერ მატჩი არ ჩაუტარებია.

საჩხერის ჩიხურას კი  ამ დროისთვის   28 ქულით 6 ადგილზე იმყოფება.

მსაჯები

  • არბიტრი – ი. კვირიკაშვილი
  • პირველი ასისტენტი – გ. ელიკაშვილი
  • მეორე ასისტენტი – ს. სპიცინი
  • მეოთხე მსაჯი – გ. ვარდიძე

Total Page Visits: 1359 - Today Page Visits: 1
Click to comment

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Facebook

სარეკლამო ადგილი


ჩვენი პარტნიორები