Connect with us

ფეხბურთი

ბათუმის დინამო კვლავ ერთპიროვნული ლიდერია

საშინაო შეხვედრა გამართეს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ლიდერებმა. ბათუმის დინამომ ანგისას ბაზაზე ლოკომოტივი მიიღო და ანგარიშით 2-1 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ დინამომ საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატში ზედიზედ მეხუთე დაპირისპირება მოიგო.  მასპინძლებმა ანგარიში მატჩის 36-ე წუთზე ვლადიმერ მამუჩაშვილის მიერ გატანილი გოლის წყალობით შეძლეს. ეს იყო ერთადერთი გოლი რომელიც პირველ ტაიმში გავიდა, მიუხედავად იმის, რომ ბათუმელებს რამდენიმე ხელსაყრელი მომენტი ჰქონდათ. 

დაპირისპირების მეორე ნახევარი გია გეგუჩაძის გუნდის უპირატესობით დაიწყო, რომელიც საბოლოოდ მეორე გატანილ გოლში გამოიხატა. მე-60 წუთზე ორამდე დინამოს უპირატესობა ჯოვინო ფლამარიონმა გაზარდა. ეს გოლი ბრაზილიელი შემტევისთვის რიგით მე-12 გამოდგა. ამ მაჩვენებლით ფლამარიონმა ბომბარდირთა დავაში მე-4 პოზიციაზე გადაინაცვლა.სტუმრებმა დარჩენილ დროში მხოლოდ ერთი ბურთის გაქვითვა მოახერხეს ისიც ვლადიმერ მამუჩაშვილის მიერ გატალი ავტოგოლის წყალობით. 

ამ დროისთვის ბათუმის დინამოს 55 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს. ლოკომოტივი კი 37 ქულით მეხუთე პოზიციაზეა. 

Total Page Visits: 1424 - Today Page Visits: 1
Click to comment

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Facebook

სარეკლამო ადგილი


ჩვენი პარტნიორები