Connect with us

ფეხბურთი

ბოლნისის სიონი – საბურთალო 1 – 3 ( ვიდეო )

სანაკრებო პაუზის შემდეგ კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 27-ე ტურის შეხვედრებით განახლდა. მიმდინარე ტურის პირველ მატჩს ბოლნისმა უმასპინძლა. თამაზ სტეფანიას სახელობის არენაზე ერთმანეთს სიონი და საბურთალო დაუპირისპირდენენ. მოქმედმა ჩემპიონებმა პრაქტიკულად პირველ ტაიმში გადაწყვიტეს მნიშვნელოვანი სამი ქულის ბედი. თამაშის პირველივე წუთზე მასპინძელთა კარი ინტერს გიმ აიღო. მე-21 წუთზე ორამდე უპირატესობა ონიენ როლოვიჩმა გაზარდა, ხოლო 31-ზე კი მესამე გოლი გიორგი გაბედავამ გაიტანა და გუნდები შესვენებაზე სწორედ ამ ანგარიშით გავიდნენ. 

 მატჩის მეორე ნახევარში აქტიურ შეტევებს საბურთალომ უკლო და აქედან გამომდინარე მასპინძლები ინიციატივის აღებას შეეცადნენ. ბოლნისელთა ერთ-ერთი შეტევა სტუმართა კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანით დასრულდა, რომელიც ზუსტად რატი ცაცკრიალაშვილმა შეასრულა და თამაშში ინტრიგა დააბრუნა.  სიონის ფეხბურთელებს დარჩენილ დროში ჰქონდათ ანგარიშში სხვაობის შემცირების მცდელობები, თუმცა გოლის გატანამდე საქმე არ მივიდა. საბოლოოდ შეხვედრა საბურთალომ 3-1 მოიგო და აქტივში მორიგი სამი ქულა დაიმატა. 

ამ დროისთვის მოქმედ ჩემპიონებს 50 ქულა აქვთ და გათამაშების ცხრილში მე-3 პოზიციაზე არიან. ბოლნისის სიონი კი 27 ქულით მე-9 ადგილზე რჩება.

Total Page Visits: 1732 - Today Page Visits: 4
Click to comment

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Facebook

სარეკლამო ადგილი


ჩვენი პარტნიორები