Connect with us

ფეხბურთი

გარდაბანში ფეხბურთი ბრუნდება .! ინტერვიუ გურამ ჭვინტიაშვილთან

საფეხბურთო კლუბი “გარდაბანი” დიდ ფეხბურთში. ჩვენი ინტერვიუ მთავარ მწვრთნელთან  ” გურამ ჭვინტიაშვილთან. 

მსოფლიოში არსებული პანდემიური სიტუაციისა და გარკვეული სპორტულ-საკლუბო პრობლემების გამო, სკ გარდაბნის საფეხბურთო მოღვაწეობა გარკვეული დროით შეფერხებული იყო. ამჟამად კი ჩვენი გუნდი ახალ საფეხბურთო სეზონს ახალი მონდომებით, გეგმებითა და მიზნებით დაიწყებს. სკ გარდაბნის ხელახლა აღორძინებაში თავისი წვლილის შეტანას ჩვენი ეგვიპტელი მეგობრები აპირებენ, ისინი გარდაბნელებს სამომავლო ინვესტიციებს და პროექტებს პირდებიან. ამჟამად გეგმაშია მთავარი გუნდის, სამოყვარულო ლიგის გუნდისა და აკადემიის აღორძინება. მნიშნელოვანი სიახლეა ასევე ქალაქის ცენტრალური სტადიონის განახლება, სადაც სკ გარდაბანი თავის საშინაო შეხვედრებს ჩაატარებს. აღსანიშნავია ქალაქ გარდაბნის მუნიციპალიტეტის გვერდში დგომა. სადაც გუნდს მომავალი გეგმების განხორციელებისა და სტადიონის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით აქტიურ მხარდაჭერას ჰპირდებიან. საფეხბურთო კლუბი გარდაბანი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რეგლამენტიდან გამომდინარე, ახალ საფეხბურთო სეზონს რეგიონალური ლიგის გათამაშებიდან დაიწყებს.

    აჰმად საად იმამ,რომელიც კლუბის პრეზიდენტი   იქნება.

 

     ჰუსეინ სანტოს, ასევე სპონსორი კლუბის.

   მთავარი მწვრთნელი, გურამ ჭვინტიაშვილი.

Total Page Visits: 1814 - Today Page Visits: 9
Click to comment

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Facebook

სარეკლამო ადგილი


ჩვენი პარტნიორები