Connect with us

ფეხბურთი

გარდაცვალების თარიღი: 1981წ. 14 მაისი

აგერ უკვე 2021 შემოვიდა და ალბათ ევროპული კლუბები კვლავაც დახარჯავენ ასეულობით მილიონებს გუნდების გაძლიერებისათვის, კვლავაც წაეპოტინებიან არაერთ საერთაშორისო ევრო ტიტულს ამ დროს კი რა ხდება საქართველოში? _ დინამო კვლავ ჩვენს ჩემპიონატში გაჩემპიონდა ალბათ ყველა დროის იაფასიანი გუნდით რომლის ფასი საერთო ჯამში ხუთი მილიონიც არ არის, ტორპედო წელსაც ბეწვზე გადაურჩა დაქვეითებას ფინანსური პრობლემების გამო,  ქვეყნის ორ გზის ჩემპიონი „ზესტაფონი“ რომელსაც ჩვენი ქვეყნის დონესთან შედარებით ნორმალური ინფრასტრუქტურა გააჩნია საზოგადოებისთვის კვლავაც ბუნდოვანი მიზეზების გამო კვლევ ქვედა ლიგებში ცდის თავის ბედს, წინ საზაფხულო ევრო თამაშები გველის, მაგრამ ეჭვი მაქვს ვინმემ ამ თამაშებს ევრო ბატალიები უწოდოს, ეს უფრო ევრო კარუსელი იქნება რადგან ბოლო ლამის სამი ათეული წელია ამ კარუსელზე ტრიალებს ჩვენი ფეხბურთი და არც მომავალია მთლად ნათელი და საამაყო.

მავანი ვინც ამ წერილის სათაურს გადაიკითხავს სავარაუდოა რომ ერთობ პროვოკაციული ან მეტად გაზვიადებული მოეჩვენოს, რასაც მე  ვერანაირად დავეთანხმები.
მოდით აგიხსნით უფრო სიღრმისეულად თუ რატომ გარდაიცვალა ქართული ფეხბურთი მისი დიდების დღიდან მეორე დღეს. უფრო სწორედ რატომ დაიწყო მისი დასნებოვნება დრასაც მალევე მისი გარდაცვალება მოჰყვა.

დღეს ევროპაში არაერთი გრანდია რომელსაც ყოველ წელს უჩნდება ჯანსაღი პრეტენზიები რომ იყოს ევროპის ნომერ პირველი კლუბი. მაგრამ როგორ მივიდნენ ეს კლუბები აქამდე? როგორ შეძლეს მათ ამხელა ფინანსურ სარგებელზე გასვლა ყოველ წლიურად? ალბათ ხშირად გაგჩენიათ კითხვა მათაც ხომ ჩვენნაირად დაიწყეს სხვადასხვა ქარხნული თუ ქალაქური კოლექტივების სახით?
აქ პასუხი ცალსახა ვერანაირად ვერ იქნება ამიტომ მოდი გადავიხედოთ წარსულში სადაც დინამო იყო თავის ისტორიაში ყველაზე მძლავრი. დინამომ იმ წელს არაერთი ხმაურიანი გამარჯვება ჩაიწერა აქტივში, ფინალამდე ჩამოიცილა ლივერპული, ვესტჰემი, ხოლო ფინალში კარლცეისი დაამარცხა რომელმაც თავის მხრივ გამოთიშა რომა ბენფიკა და სხვანი.

აქ საინტერესო ის კი არ არის თუ როგორ მივიდა დინამო ამ ტიტულამდე? არამედ ის თუ რა ქნა ამ ტიტულის მოგების შემდგომ.

არ ვიცი ეს ქართველების წყევლაა ალბათ რომ როგორც კი რაიმე ფასეულს შექმნიან მას შემდეგ თითქოს ეშვებიან, მიღწეული მინიმუმით კმაყოფილებიან, თითქოს იჯერებენ ყველაზე მაგრები არიან და სწორედ  რომ   აქედან იწყება რეგრესი, რეგრესი რომელსაც ბოლო არ უჩანს. სხვა გუნდები ტიტულის დაუფლების შემდეგ ყველანაირ სარგებელს რასაც იღებენ გუნდში აბრუნებენ რათა მომდევნო სეზონებზე კიდევ და კიდევ უფრო ძლიერები დაბრუნდნენ. მაგრამ ჩვენთან ასე არ მოხდა და მას მერე ქართული ფეხბურთი ელოდება მესიას რომელიც მოვა და ერთი ხელის მოსმით ყველაფერს დაალაგებს, მესიას რომელსაც არ დაენანება მაჩანჩალა ქართული საკლუბო ფეხბურთისთვის არც ფულადი და არც ემოციური რესურსი, თითქოს ეს მესია 2011 წლის იანვარში რომან ფიფიას სახით მაგრამ რა და როგორ მოხდა თქვენ ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ,  მაგრამ ეს სხვა წერილის თემად შემოვინახოთ. ასევე სახელმწიფოს მიერ შექმნილი ყბადაღებული ფეხბურთის განვითარების ფონდი რომელიც საკმაოდ კარგ საქმეს აკეთებს მიუხედავად იმისა რომ ჩემი სუბიექტური აზრით არ არის საჭირო კლუბების პირდაპირი დაფინანსება როდესაც ეროვნულ ლიგა 1 ში ათივე გუნდი კერძოდ ითვლება, უპრიანი იქნება ეს რესურსი ინფრასტრუქტურას და ბავშვთა უფასო სკოლებს მოხმარებოდა და ეს კი ნამდვილად არარის მხოლოდ ჩემი აზრი, მაგარმ როგორც იტყვიან ძაღლი ყეფს და ქარავანი მიდისო.

და მაინც რატომ გარდაიცვალა ქართული ფეხბურთი 14 მაისს? რეალობა ის გახლავთ ჩემო მეგობრებო რომ ქართული ფეხბურთი 14 მაისს არ გარდაცვლილა, კიდევ იბადებიან არანაკლებ ნიჭიერი თაობები რომელთაც სჭირდებათ სწორი აღზრდა და გზაზე დაყენება, 14 მაისს ქართული ფეხბურთი შევიდა თვითკმაყოფილებისა და ხანგრძლივი ზამთრის ძილის ფაზაში საიდანაც გამოსვლა ძალზედ გაჭირდება.

ალბათ ამ წერილის ბოლოს ვინმე ელოდებით რომ გამოსავალს ან რაიმე რეკომენდაციას გავცემ მიუხედავად იმისა რომ მთელი ტექსტი ერთი დიდი რეკომენდაციაა არა ყოფილი ფეხბურთელისგან, არა რომელიმე ჩინოვნიკისგან ან რომელიმე მწვრთლენისგან არამედ რიგითი ადამიანისგან რომელსაც ძლიერ უყვარს და სტკივა ქართული ფეხბურთი.

 

Total Page Visits: - Today Page Visits:
Click to comment

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Facebook

სარეკლამო ადგილი


ჩვენი პარტნიორები