Connect with us

ფეხბურთი

გიორგი გაბედავა შესაძლოა კვლავ “დინამოელი” გახდეს?

“საბურთალოს” შემადგენლობა 30 წლის ცენტრალურმა თავდამსხმელმა გიორგი გაბედავამ დატოვა.
შესაძლოა ეროვნული ლიგის 2018 წლის საუკეთესო ფეხბურთელმა და ბომბარდირმა კარიერა ბათუმის “დინამოში” გააგრძელოს.
შავიზღვისპირული გუნდი თავდამსხმელის ძიებაშია. მოულოდნელად 29 წლის ასაკში კარიერის დასრულება ნიკოლოზ საბანაძეს მოუწია.
გიორგი გაბედავა ბათუმის “დინამოში” 2015/16 წლების სეზონშიც თამაშობდა, ჩაატარა 11 მატჩი და 3 გოლი გაიტანა.
გიორგი გაბედავა “საბურთალოში” 2019 წლის ზაფხულში გადავიდა. მას შემდეგ დედაქალაქური კლუბის მაისურით ყველა ტურნირზე 27 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა

წყარო: სპორტ პანორამა

Total Page Visits: - Today Page Visits:
Click to comment

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Facebook

სარეკლამო ადგილი


ჩვენი პარტნიორები