Connect with us

კალათბურთი

გიორგი შერმადინი 2020 წლის ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელია

ესპანეთის ჩემპიონატის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გასული, 2020 წელი სტატისტიკური კუთხით შეაჯამა და საერთო სარგებლიანობის მხრივ საუკეთესოდ გიორგი შერმადინი აღიარა. „2020 წლის მეფე“ – ასე უწოდა ACB.COM-მა გიორგი შერმადინს.
31 წლის გიორგი შერმადინი „ტენერიფეს,, ღირსებას უკვე მე-2 სეზონია იცავს და გუნდის აშკარა ლიდერია. მიმდინარე სეზონში მას ესპანეთის ჩემპიონატში 17 მატჩი აქვს ჩატარებული, საშუალო მაჩვენებლები კი ასეთი აქვს: 24:39 წუთი, 16.4 ქულა, 6.0 მოხსნა, 2.2 პასი. გიორგის საშუალო სარგებლიანობის კოეფიციენტი 22.7-ს უტოლდება და ეს, მთელს ლიგაში საუკეთესო მაჩვენებელია. ტენერიფელებს 17-დან 14 მატჩი აქვთ მოგებული და „ბარსელონასთან“ ერთად მეორე-მესამე ადგილებს იყოფენ. მომდევნო მატჩს კი 10 იანვარს სტუმრად აუტსაიდერ „გიპუზკოა ბასკეტთან“ ჩაატარებენ.

Total Page Visits: - Today Page Visits:
Click to comment

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Facebook

სარეკლამო ადგილი


ჩვენი პარტნიორები