Connect with us

ფეხბურთი

გიორგი ჯოხაძე,გასული წელი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო

გიორგი ჯოხაძე (აღმასრულებელი დირექტორი): – გასული წელი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მას შემდეგ, რაც კლუბს ამჟამინდელი ხელმძღვანელობა უდგას სათავეში. მივაღწიეთ ნანატრ მიზანს და მოხვდით ევროტურნირის საკვალიფიკაციო რაუნდში. მინდა, ამისთვის მადლობა გადავუხადო თითოეულ ფეხბურთელს და, განსაკუთრებით, სამწვრთნელო შტაბს გიორგი ნემსაძის ხელმძღვანელობით…
ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო იმ ფეხბურთელებსაც, რომლებმაც ჩვენთან ერთად იბრძოლეს განვლილ სეზონში მიღწეული წარმატებისთვის და ამჟამად სხვა გუნდებში აგრძელებენ კარიერას – გურამ გიორბელიძე, გიორგი ლაცაბიძე, ბალგუ იენდეუნტი, თეიმურაზ მარკოზაშვილი, თორნიკე გორგიაშვილი, ირაკლი ლექვთაძე, თამაზ ცეცხლაძე, ლიდონ კოენი, რომან ჭანტურია.
ამ ეტაპზე, ორი ფეხბურთელის საკითხია ღიად დარჩენილი. ერთია ამოს ნონდი, რომელსაც კონტრაქტი დაუმთავრდა და მოლაპარაკების პროცესში ვართ, ხოლო მეორე – მიკოლა კოვტალიუკი, ვინც გუნდის შარშანდელ წარმატებაში დიდი როლი ითამაშა და იქამდეც, კორეაში წასვლისასაც დიდი ფინანსური სარგებელი მოუტანა კლუბს… ამჟამად, კოვტალიუკი თავისუფალი აგენტია და არ გამოვრიცხავ, ისევ “დილაში” დაბრუნდეს, თუმცა ის აგრძელებს მოლაპარაკებებს სხვა კლუბებთან და ჩვენ ყველა შემთხვევაში ვუსურვებთ წარმატებას.
მათი წასვლის შემდეგ დარჩენილი ფეხბურთელებით “დილამ” ძირითადი ბირთვი შევინარჩუნა – გიორგი ჩოჩიშვილი, ლაშა ტიტვინიძე, ლუკა გუგეშაშვილი, დავით ხურცილავა, დავით მაისაშვილი, ალეფ სანტოსი, ვანდერსონ სილვა, რევაზ ჩიტეიშვილი, რომარიკ ეტუ, ფრანსისკო მადინგა, ნიკა გაგნიძე, ირაკლი ბიძინაშვილი, ნუგზარ სპანდერაშვილი.
გუნდის გაძლიერების პროცესი არ შეწყვეტილა, უახლოეს მომავალში კიდევ ვაპირებთ ფეხბურთელების დამატებას. მათი ვინაობა მალე გახდება ცნობილი და ისინი თურქეთში გამგზავრებამდე შემოგვიერთდებიან.

Total Page Visits: - Today Page Visits:
Click to comment

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Facebook

სარეკლამო ადგილი


ჩვენი პარტნიორები