Connect with us

ფეხბურთი

გონსალვეში “ბათუმის დინამოს” ტოვებს.

ცნობილი ხდება რომ “ბათუმის დინამოს” 24 წლის ნახევარმცველი ვაგნერ გონსალვეში ტოვებს და უკრაინის ჩემპიონატში მოასპარეზე “დნიპროში” გააგრძელებს კარიერას.

ვაგნერი ზღვისპირელებს გასული წლის იანვარში შეუერთდა, კონტრაქტის მიხედვით კი იგი  2022 წლის ბოლომდე სწორედ ბათუმელთა განკარგულებაში უნდა დარჩეს, ჯერ უცნობია ის სარგებელი რასაც “ბათუმის დინამო” ამ ტრანსფერიდან მიიღებს მაგრამ ფაქტია ისინი ბრაზილიელს უფასოდ არ შეელევიან.

ჩვენი მხრიდან დავამატებთ რომ “დნიპროში” სულ მცირე ხნის წინ ქართველი მეკარე ზაურ მახარაძე ჩაირიცხა.

Total Page Visits: 362 - Today Page Visits: 1
Click to comment

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Facebook

სარეკლამო ადგილი


ჩვენი პარტნიორები