Connect with us

ფეხბურთი

გრიგოლ დოლიძე სამგურალის ფეხბურთელია

წყალტუბოს ,,სამგურალმა” ქუთაისის ,,ტორპედოდან” გამოცდილი ნახევარმცველი გრიგოლ დოლიძე დაიმატა. კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტი რამდენიმე წუთის წინ გაფორმდა.
გრიგოლ დოლიძემ პროფესიული საფეხბურთო კარიერა 2000 წელს ლანჩხუთის ,,გურიაში” დაიწყო. შემდეგ თამაშობდა ოზურგეთის ,,მერცხალში”, ბოლნისის ,,სიონში”, თბილისის ,,ამერში” , აზერბაიჯანულ ,,სიმურგში”, რუსთავის ,,ოლიმპში”, ზუგდიდის ,,ბაიაში”, გორის ,,დილაში”, ,,ზესტაფონში”, ,,სამტრედიასა” და ქობულეთის ,,შუქურაში”.
2016 წლიდან დოლიძე ქუთაისის ,,ტორპედოს” ღირსებას იცავდა და ქუთაისურ გუნდთან ერთად ქვეყნის ყველა ტიტული მოიგო (ჩემპიონობა, თასი(2), სუპერთასი(2).

გრიგოლ დოლიძის ტიტულების სრული ჩამონათვალი კი ასეთია : საქართველოს ჩემპიონი, საქართველოს ვიცეჩემპიონი, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ოთხგზის გამარჯვებული , საქართველოს სუპერთასის ოთხგზის მფლობელი.

Total Page Visits: 453 - Today Page Visits: 4
Click to comment

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

სარეკლამო ადგილი


Facebook

ჩვენი პარტნიორები