Connect with us

ფეხბურთი

გუნდებს მოპოვებული ქულები შეუნარჩუნდებათ, ჩემპიონატი კი 2 წრედ ჩატარდება!

გუშინ ფეხბურთის ფედერაციისა და ეროვნული ლიგის გუნდების ხელმძღვანელებმა ვიდეოკონფერენცია გამართეს და სეზონის განახლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.
ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ სეზონის განახლების მიახლოებითი თარიღი 3-4 ივლისი დასახელდა.
დროში შეწღუდულობის გამო დიდი ალბათობით ფორმატი შეცვლება და ოთხი წრის ნაცვლად, სეზონი 2 წრედ გაიმართება – ანუ გუნდები 36 ტურის ნაცვლად, 18-ს ჩაატარება მოუწევთ. თავიდან, თამაშები გულშემატკივრის გარეშე ჩატარდება.
მნიშვნელოვანია ის საკითხი, რომ გუნდებს პირველ ორ ტურში მოპოვებული ქულები შეუნარჩუნდებათ და ცხრილში გათვალისწინებული იქნება.
შეგახსენებთ, რომ ეროვნულ ლიგა 1–ში და ლიგა –2 ში მხოლოდ ორი ტური ჩატარდა
ბოლოს ეროვნულ ლიგა–1 ში მატჩები 7 და 8 მარტს გაიმართა, ხოლო ეროვნულ ლიგა 2-ში კი 9 და 10 მარტს. კორონავირუსის ეპიდემიის გამო ფეხბურთის ფედერაციამ სეზონი დროებით 11 მარტს შეაჩერა.

წყარო: სპორტ პანორმა

https://www.facebook.com/sportpano/

Total Page Visits: - Today Page Visits:
Click to comment

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Facebook

სარეკლამო ადგილი


ჩვენი პარტნიორები