Connect with us

ფეხბურთი

დავით მუჯირი ეროვნული ლიგა -1–ს და 2-ს განახლებას ივლისის პირველ რიცხვებში ვარაუდობს!

“თუკი სრულფასოვანი სამწვრთნელო პროცესის აღდგენა მალე მოხდება, ვფიქრობთ, ჩემპიონატი ივნისის ბოლოს, ივლისის პირველ კვირაში განვაახლოთ” –განაცხადა სფფ–ს გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა ტელეკომპანია ,,იმედის” პირდაპირ ეთერში
27 მაისს დაგეგმილია შეხვედრა Crystalbet ეროვნული ლიგის გუნდების წარმომადგენლებთან.
არსებული ვითარებიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, ჩემპიონატის ფორმატის ცვლილების საკითხი დღის წესრიგში დგას და დამუშავების პროცესშია
გამომდინარე იქიდან, რომ ევროტურნირებზე მხოლოდ Crystalbet ეროვნული ლიგა 1-ის გუნდები მონაწილეობენ, Crystalbet ეროვნული ლიგა 1-ის და Crystalbet ეროვნული ლიგა 2-ის გუნდებს სხვადასხვა გამოწვევები აქვთ და კალენდარიც სხვანაირად შეიძლება დაიგეგმოს.
ჩვენი ვარაუდით თუკი სრულფასოვანი სამწვრთნელო პროცესის აღდგენა მალე მოხდება ივნისის ბოლოს ან ივლისის პირველ კვირაში განვაახლოთ ჩემპიონატი.

წყარო: სპორტ პანორამა

https://www.facebook.com/sportpano/

Total Page Visits: - Today Page Visits:
Click to comment

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Facebook

სარეკლამო ადგილი


ჩვენი პარტნიორები