Connect with us

ფეხბურთი

⚽️ ევროპაში ტრიბუნებზე მაყურებლების დაბრუნებას იწყებენ! 20.000 ინგლისის თასის ფინალზე, იტალიაში და ესპანეთში მხოლოდ ტრიბუნების მესამედი შეივსება!

ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანაში დაიწყო ჩემპიონატები და თითქმის ყველგან მატჩები უმაყურებლოდ მიმდინარეობს ალბათ საინტერესო უნდა იყოს თუ როგორი გარფიკით აპირებენ ქვეყნები გულშემატკივრების ტრიბუნებზე დაბრუნებას.
იტალიაში ტრიბუნების მესამედის შევსებას გამოეხმაურა “ლეჩეს” პრეზიდენტი:
– ჩვენი სტადიონი 30.000 მაყურებელზეა გათვლილი საკლუბო აბონემენტების მფლობელი კი 20.000 კაცია და ისე გამოდის მათმა მფლობელებმა რიგირიგობით უნდა იარონ მატჩებზე ეს კი შეუძლებელია
“იუვენტუსის” პრეზიდენტი ანდრეა ანიელი მომხრეა თავიდან ეს ყველაფერი 10 %–ით დაიწყოს და შემდეგ ავიდეს ნელნელა მაყურებელთა 25 % –მდე
ლა ლიგას სურს (12 სექტემბრიდან) ეტაპობრივად დაიწყოს სტადიონის ტრიბუნების შევსება სექტემბერში – 30%, ნომბერში – 50% და ახალი წლისთვის სრულად.
ინგლისში კი თასის ფინალზე 20.000 მაყურებელის დასწრებას ვარაუდობენ “უემბლიზე” სადაც 90.000 მაყურებელი ეტევა და სტადიონი მხოლოდ 22% შეივსება.
პოლონეთში 19 ივნისიდან აპირებენ სტადიონები 25 % შეავსონ.
სერბეთში ივნისის შუა რიცხვებიდან დაუშვებენ მაყურებელს ტრიბუნებზე
ჩეხეთში კი “პრიბრჟამის” საშინაო მატჩს დაესწრო 300 მაყურბელი აბონემენტბით და ისინი მთელი შეხვედრა დიდ ემოციით უჭერდნენ საკუთარ გუნდს მხარს. რომელიც ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის.

წყარო: სპორტ პანორამა

Total Page Visits: 869 - Today Page Visits: 3
Click to comment

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Facebook

სარეკლამო ადგილი


ჩვენი პარტნიორები