Connect with us

uncategorized

ერთი კამერის თეატრი

“ტელევიზია” ბერძნული სიტყვაა და ქართულად “შორს ხედვას” ნიშნავს . ტელევიზია არის კავშირგაბმულობის საშუალება, მოძრავი ფერადი ან შავ-თეთრი გამოსახულების შორ მანძილზე ტრანსლირებისთვის.

ეს არის ოფიციალური განმარტება კაცობრიობის იმ მიღწევის რასაც   ტელევიზია ჰქვია, დღეს კი 21_ე საუკუნის აგერ უკვე მეორე ათწელეული მიილია და გვაქვს ტელევიზიის ისეთი დახვეწილი ნიმუში როგორიც ინტერნეტ-ტელევიზიაა, ნებისმიერ დროს შეგვიძლია ჩავრთოთ, ვუყუროთ ან გადავახვიოთ სასურველ აწ უკვე დამთავრებულ პროგრამაზე.

ამან ფეხბურთის გულშემატკივარსაც დიდი შვება მისცა, შესაძლებელი გახდა ისეთი მატჩების ხილვა რომელიც დიდი ხნის წინათ ჩატარდა ან სულაც რამოდენიმე წუთის წინ დასრულდა. ახლა ხარისხს არ იკითხავთ?HD ან K4 მთავარია ყურების სურვილი გქონდეს.

მიუხედავად იმისა რომ არც საქართველო ჩამორჩება ტელევიზიის განვითარების საფეხურებს დღეს რაც ჩვენი “ეროვნული ლიგის” გშუქებაში ხდება ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.
მე პირადად როგორც მაყურებელი ხშირად მგონია რომ საუკუნის დასაწყისში გამოსული ერთი ცალი “სონი ერიქსონის” ტელეფონის კამერით მიდის მთელი მატჩის ტრანსლირება.

ალბათ ბევრი იტყვის რომ ადრე სულ არ ხდებოდა ტრანსლირება და იმას არ ჯობიაო? მაგრამ აქვე გიპასუხებთ:

რათქმაუნდა იმას ჯობია მაგრამ მოდით ვიყოთ მომთხოვნები, გვინდოდეს უკეთესი ხარისხი, ამას წინათ ვუყურებდი კვიპროსის ჩემპიონატს და როდესაც გონებაში პარალელი ჩვენს ლიგასთან გავავლე ცოტა არ იყოს შემრცხვა, გასაგებია რომ ჩემპიონატის ყველა მატჩის ტრანსლირება ხდება,  მაგრამ ეს ხომ უკვე შევძელით აღარ არის დრო რომ კიდევ ახალ საფეხურზე ავიდეთ ?  აი მოდით და დავფიქრდეთ, თქვენ ხართ ევროპული ერთ ერთი საშუალო გუნდის მოთამაშე და მიიღეთ შემოთავაზება ჩვენს ჩემპიონატში მოთამაშე გუნდიდან, პირველს რას აკეთებთ? რათქმაუნდა ეძებთ ვიდეო ჩანაწერებს მატჩებისას ამ გუნდის მონაწილეობით და ხედავ იმ ხარისხის ტრანსლირებას სადაც მოთამაშეების ნაცვლად პიქსელები დარბიან მოედანზე, გადმოხვიდოდით ამ ჩემპიონატში? დიდი ეჭვი მაქვს რომ არა.
არ მგონია რომ ამ პრობლემის მოგვარებას სასწაული ფინანსების მოზიდვა დასჭირდეს, დღეს დღეისობით ევროპულ თუნდაც არა ტოპ 5 ჩემპიონატს არამედ საშუალო ჩემპიონატებს რომ გადავხედოთ ტრანსლირება უმაღლეს დონეზეა, სტადიონზე დაფრინავს დრონები, საკვანძო მოთამაშეებზე ცალკე კამერები მუშაობენ, მსხვილ კადრებს იღებენ და მთელი ეს პროცესი მიმართულია იქეთ რომ როდესაც ადამიანი წამოწოლილია სავარძელში და უყურებს ამ ყველაფერს ნახოს ის სილამაზე რაც სტადიონზე ხდება, ნახოს ის თითოეული ფინტი რომელსაც მოთამაშე მის გასართობად აკეთებს და ამ ყველაფრის მერე დამერწმუნეთ რომ იგი აუცილებლად მივა სტადიონზე სწორედ იმ ფინტის და იმ გოლის სანახავად რომელსაც ტელევიზორში უყურებდა.

 

Total Page Visits: - Today Page Visits:
Click to comment

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Facebook

სარეკლამო ადგილი


ჩვენი პარტნიორები