Connect with us

ფეხბურთი

თაკო ეპიტაშვილი//ვფიქრობ საქართველოში ძალიან ბევრი…

  • Facebook Profile photo

მოგესალმებით უპირველეს ყოვლისა მინდა გთხოვოთ გააცნოთ საკუთარი თავი ჩვენს მკითხველს

გამარჯობა, მე ვარ თაკო ეპიტაშვილი 20 წლის მე ახლა ვთამაშობ უზბეკეთის ქალთა გუნდ Sogdiana-ში და ქალთა ეროვნულ ნაკრებში

მინდა გკითხოთ საკუთარ თავზე როგორ ფორმაში იმყოფებით? რა არის თქვნი მომავალი მიზნები?

ვფიქრობ ფიზიკური მომზადება მჭირდება და მჭირდება კუნთოვანი მასის მომატება. ჩემი მიზანია ჩემს ახალ გუნდთან ერთად ჩემპიონატის მოგება და მინდა ჩემი თავი განვავითარო

რა ვითარება თქვენს ახალ კლუბში და რამიზნებიგაქვთ?

საკმაოდ კარგი გუნდია ვიმედოვნებ მალე შევეჩვევი და შევეწყობი გუნდს. როგორც ვთქვი ჩვენი ყველას მიზანია ჩემპიონატის მოგება

რატომ დატოვეთ საქართველო და რატომ განაგრძეთ თქვენი კარიერა აზიაში?

მე მიყვარს ჩემი ქვეყანა და მომწონს იქ თამაში მაგრამ ვფიქრობ საზღვარგარეთ უფრო დიდი შანსია რომ შენი თავი წარმოაჩინო და განავითარო ვფიქრობ ჩემი კარიერისთვის ესე ჯობს

რააკლია ქართულ ქალთა ჩემპიონატს საქართველოში? რატომ არარის ისეთი როგორიც უნდა იყოს?

ვფიქრობ საქართველოში ძალიან ბევრი და ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელი გოგოა არ ვიცი ვფიქრობ თუ მეტი ფინანსები ჩაიდება ქალთა ფეხბურთში ძალიან წარმატებული ჩემპიონატი

და ბოლოს რასურჩევდით პატარა გოგონებს რომლებსაც სურთ თქვენნაირი წარმატებული და საინტერესო კარიერა ჰქონდეთ

ვურჩევდი რომ ყველაფერი გააკეთონ თავისი მიზნებისთვის არ შეუშინდნენ რთულ გზებს ყველაზე კარგი გრძნობაა როცა შენი საყვარელი საქმით ხარ დაკავებული თუ გოგოს ფეხბურთი უყვარს და თამაშის სურვილი აქვს მე დარწმუნებული ვარ რომ ყველაფერი გამოუვა უბრალოდ ხელი არასდროს ჩაიქნიოთ სირთულეების გარეშე წარმატებაც არ მოდის

მადლობა ინტერვიუსთვის GLOBALSPORT-ი გისურვებთ წარმატებას პირად და კარიერულ ცხოვრებაში

Total Page Visits: 619 - Today Page Visits: 1
Click to comment

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Facebook

სარეკლამო ადგილი


ჩვენი პარტნიორები