Connect with us

uncategorized

თემურ ქეცბაია:”ზოგიერთებს წასვლა მოუწევს!”

გუშინდელი წაგებული მატჩის შემდგომ “აპოლონთან” “ანორთოსისის” მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია განრისხებას ვერ მალავდა და მატჩის შემდგომ კომენტარი გააკეთა:
“ყველას ახალ წელს გილოცავთ. არც კი ვიცი, რა გითხრათ. ჯერ კიდევ ვერ დამიჯერებია, რომ წავაგეთ. ეს ვერ ამიხსნია. მოწინააღმდეგისათვის პირველივე ტაიმში უნდა მოგვეთავებინა საქმე. მომენტები მეორე ტაიმშიც გვქონდა. სამ შეცდომას სამი გაშვებული გოლი მოჰყვა. წელიწად-ნახევარია აქ ვარ და საუკეთესო მატჩი ჩავატარეთ, მაგრამ სამწუხაროდ, უკანასკნელ ხანს პრობლემა შეგვექმნა. ამიტომ ზოგიერთს წასვლა მოუწევს და მათ ნაცვლად სხვებს მოვიწვევთ”, – ციტირებს ქეცბაიას 24sports-ი.
გუნდიდან წამსვლელებში კი სავარაუდოდ ქეცბაიამ დაცვის ხაზი იგულისხმა რადგან ეს უკანასკნელი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.

Total Page Visits: 366 - Today Page Visits: 2
Click to comment

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Facebook

სარეკლამო ადგილი


ჩვენი პარტნიორები