Connect with us

ფეხბურთი

ინგლისის პრემიერლიგის 6 გამორჩეული ტრანსფერი

ინგლისის პრემიერლიგაში ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა. გთავაზობთ 6 გამორჩეულ ტრანსფერს, რომელიც ნისლიან ალბიონზე განხორციელდა

1) მარტი ოდეგორი  ( რეალი –> არსენალი )

ნიჭიერი ნორვეგიული რომელმაც “სამეფო კლუბში” თავი ვერაფრით დაგვამახსოვრა 6-თვიანი იჯარით “არსენალში” ითამაშებს. ორი აზრი არაა რომ “არსენალი” სწორედ ის კლუბია რომელიც ოდეგორის სათამაშო სტილს შეეფერება. ვნახოთ როგორ წარმოაჩენს თავს ახალგაზრდა ნახევარმცველი მსოფლიოს ყველაზე რთულ ლიგაში.

2) საიდ ბენრაჰმა  ( ბრენტფორდი –> ვესტ ჰემი )

25 წლის ალჟირელი ნახევარმცველი, რომელიც გასულ სეზონში “ბრენტფორდის” ერთპიროვნული ლიდერი იყო იჯარის წესით პრემიერლიგურ “ვესტ ჰემში” თამაშობდა, ახლა კი ლონდონელებმა ბენრაჰმას სატრანსფერო უფლებები სრულად გამოისყიდეს, რაც “ჩაქუჩებს” 23 მილიონი ევრო დაუჯდათ. ამ სეზონში ბენრაჰმამ “ვესტ ჰემის” მაისური 15 მატჩში მოირგო თუმცა ჯერ გოლის გატანა ვერ მოახერხა.

3) მორგან სანსონი  ( მარსელი –> ასტონ ვილა ]

26 წლის ფრანგი ნახევარმცველი ბირმინგემულ კლუბში 2025 წლის სეზონის ჩათვლით ითამაშებს. სანსონის გადაბირება, რომელიც მარსელის “ოლიმპიკში” მართლაც გამორჩეული იყო “ასტონ ვილას” 16 მილიონი ევრო დაუჯდა.

4) წილიან ჟოზე  ( სოსიედადი –> ვულვზი )

რაულ ხიმენესის ტრავმის შემდეგ “მგლებს” წინა ხაზში ძალიან გაუჭირდათ და ამ პორბლემის აღმოსაფხვრელად მათ “სოსიედადიდან” ზაფხულმა ბრაზილიელი შემტევი ინათხოვრეს. 29 წლის ცენტრფორვარდმა უკვე ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა თუმცა ჯერ პრემიერლიგაში სადებიუტო გოლი არ გაუტანია.

5) ამად დიალო  ( ატალანტა –> მან.იუნ )

18 წლის აფრიკელის სატრანსფერო საგა დასრულებულია. ნიჭიერი ფორვარდი “მან.იუნ”-ში ითამაშებს. მანკუნიანელებმა დიალოსთან დაკავშირებით საკითხი დადებითად გადაჭრეს და კონკურენტებს აჯობეს. ჯერ-ჯერობით სატრანსფერო თანხა არ სახელდება, დიალო მართალია მთავარ გუნდში ვარჯიშობს თუმცა როგორც დაანონსებული იყო ის ამ სეზონში ძირითადად მეორე გუნდში ითამაშებს.

6) ჯესი ლინგარდი  (მან.იუნ –> ვესტ ჰემი )

28 წლის ინგლისელის მანჩესტერიდან აბარგება დროის საკითხი იყო. ლინგარდი ბოლო პერიოდში საშინელ ფორმაში იყო და ამს ისიც ემატებოდ არომ მის პოზიციაზე გუნდში ძალზედ დიდი კონკურენციაა. ასე რომ გუნდმა ის ლონდონურ “ვესტ ჰემში” გაანათხოვრა, სადაც ჯესი ეცდება სასრუველი ფორმა აღიდგინოს და ზაფხულში “მან.იუნ”-ის შემადგენლობაში ადგილი დაიმკვიდროს, რაც ობიექტურად რომ ვთქვათ ამ გადმოსახედიდან ძალიან გაუჭირდება.

Total Page Visits: 579 - Today Page Visits: 1
Click to comment

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Facebook

სარეკლამო ადგილი


ჩვენი პარტნიორები