Connect with us

ფეხბურთი

კანკავას და კვეკვესკირის ვარიანტები.

ქართველების ყაზახური ლეგიონის წარმომადგენლები ჯაბა კანკავა და ნიკა კვეკვესკირი უკლუბოდ არიან და ახალ შემოთავაზებებს განიხილავენ .

ყაზახური გამოცემა KSTNEWS.KZ წერს რომ მას შემდეგ რაც საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ ქართული ლიგის ლიდერები ბათუმის და თბილისის “დინამოები” უარით გაისტუმრა შემოთავაზება თურქული “ბურსასპორიდან” მიიღო რომელიც თურქეთის რანგით მეორე ლიგაში ასპარეზობს და სუპერლიგაში გადასვლისათვის იბრძვის. საიტი ასევე წერს რომ კანკავას სახით ტობოლს დიდი დანაკარგი ექმნება რაც არც თუ ისე ადვილად შესავსებია.

რაც შეეხება მეორე ქართველს ნიკა კვეკვესკირს იგი პოლონურ კლუბებთან აწარმოებს მოლაპარაკებას და დიდი შანსია რომ მანაც დატოვოს ყაზახური ჩემპიონატი.

ნიკა კვეკვესკირი ტობოლში 2017 წელს მივიდა ხოლო კანკავა მას ერთ წელიწადში შეუერთდა.

Total Page Visits: 428 - Today Page Visits: 2
Click to comment

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Facebook

სარეკლამო ადგილი


ჩვენი პარტნიორები