Connect with us

სხვა

ლაშა ტალახაძე: “დედას უტირებ, მერე შენი ბრალია”

4 თებერვალს სამოქალაქო აქტივისტი, ზუკა ბერძენიშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ში საქართველოს მთავრობის გვერდზე გამოქვეყნებულ ფოტოს გამოეხმაურა. ფოტოზე საქართველოს 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენები და გიორგი გახარია ჩანან. პრემიერ-მინისტრი სპორტსმენებს შეხვდა და წარმატება პირადად მიულოცა.

ზუკა ბერძენიშვილი პოსტი:

“ადამიანად თუ არ ვარგიხარ, რა ჯანდაბად მინდა შენი მიღწევები და ჩინ-მედლები. ბავშვებმა უნდა შემოგხედონ, მაგალითი უნდა აიღონ, ეგეთი უზნეო თუ ხარ, მირჩევნია ვერაფერს მიაღწიო ცხოვრებაში, რომ მახინჯი გავლენაც ვერავიზე გქონდეს… მოძალადისთვის მიჩენილი ადგილი გაცილებით მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და მისი მომავლისთვის, ვიდრე თუნდაც ოლიმპიადაზე გაჟღერებული საქართველოს ჰიმნი. თორე ეგრე სიმძიმე ჩემი მეზობელი კოსტას მხრებზე უნდა ნახო, მარა რა უნდა შესთავაზონ რო გახარიას ამოუდგეს გვერდში გაბადრული. კაშიას ერთი სუფთა ვარდნა რომ მირჩევნია ტალახაძის ყველა აქამდე დამყარებულ თუ აწი დასამყარებელ რეკორდს, მაგას მოგახსენებთ. და თუ ვინმე ვერ აცნობიერებს ამისთანას მაინც რას ვერჩი, იმ გულისამრევი ფოტოს (იმდენად, რომ არც ვაზიარებ) ქვეშ Natia Letodianiს მიერ დასმულ შეკითხვას გავიმეორებ:
კაია ორი თვალით ცხოვრება ბიჯებო?!
ტალახაძის პასუხი

ზუკა ბერძენიშვილის განცხადებას დღეს თავად ლაშა ტალახაძე გამოეხმაურა. გთავობთ ოლიმპიური ჩემპიონის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს:

“ასეთი მაგარი ბიჭი სადმე გადაგეყრება, დედას უტირებ, მერე შენი ბრალია. ძალადობ ან კუნთებზე იყურები. მინდა მადლობა გითხრათ მეგობრებო გვერდში დგომისთვის. ამასთან ერთად მინდა გთხოვოთ, რომ არ მიაქციოთ ყურადღება ასეთ უმადურ და გაბოროტებულ ადამინებს. მათ სურთ მაგარი ბიჭები გამოჩნდენ და პიარი გაიკეთონ არაჯანსაღი კრიტიკით”, – წერს ტალახაძე.

Total Page Visits: 921 - Today Page Visits: 1
Click to comment

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

სარეკლამო ადგილი


Facebook

ჩვენი პარტნიორები