Connect with us

ფეხბურთი

ლეგიონერების მონაგარი: კიტეიშვილი წარმატებულ თამაშს აგრძელებს

ავსტრია – ავსტრიის ბუნდესლიგაში მორიგი წარმატებული მატჩი გამართა ოთარ კიტეიშვილმა და მორიგ მატჩში გამოიჩინა თავი. მისმა “შტურმმა” 95-ე წუთზე გატანილი გოლით 2-1 მოუგო “რიდს”. ქართველმა ნახევარმცველმა 90 წუთი ითამაშა და სწორედ მან გახსნა ანგარიში, რითაც მიმდინარე ჩემპიონატში თავისი მეხუთე გოლი გაიტანა (პლუს 3 ასისტი). გრაცის “შტურმი” 31 ქულით მე-3 ადგილზეა.

ვენის “რაპიდთან” მინიმალური ანგარიშით (1-0) დამარცხდა “ვოლფსბერგერი”, სადაც ლუკა ლოჩოშვილი და გურამ გიორბელიძე გამოდის. ქართველთაგან ლოჩოშვილმა სრულად ითამაშა, გიორბელიძე კი მინდორზე 72-ე წუთზე გამოჩნდა. ქართველთა გუნდი 21 ქულით მე-6 პოზიციაზეა.

კვიპროსი – “აეკ”-თან მოპოვებული 3 ქულით კვიპროსის ჩემპიონატს სათავეში გიორგი პაპუნაშვილის “აპოლონი” ჩაუდგა. ქართველი ნახევარმცველის გუნდმა 1-0 იმარჯვა, პაპუნაშვილი კი სათადარიგო იყო.

საფრანგეთი – საფრანგეთის თასის 1/16-ში გავიდა ჯაბა კანკავას “ვალანსიენი”, რომელმაც ლიგა 1-ის წარმომადგენელი “რეიმსი” დაძაბულ მატჩში 4-3 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების კაპიტანი ძირითად შემადგენლობაში იყო 83-ე წუტზე შეცვალეს. სწორედ ჯაბას გასვლის შემდეგ გაუშვა “ვალანსიენმა” ორი გოლი, თუმცა როგორც აღვნიშნეთ შემდეგ ეტაპზე მაინც გავიდა.

პოლონეთი – ვაკო გვილიას გარეშე მოასპარეზე “ლეგიამ” სათასო მატჩში “ლოძი” 3-2 დაამარცხა და 1/4-ში გავიდა. გვილიას ტრავმის გამო არ უთამაშია.

 

Total Page Visits: 682 - Today Page Visits: 1
Click to comment

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Facebook

სარეკლამო ადგილი


ჩვენი პარტნიორები