Connect with us

ფეხბურთი

მატჩის დასრულების შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა განვლილი თამაში შეაფასა

დაცვაში კარგი თამაში ვაჩვენეთ, რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ გოლის გატანა ვერ შევძელით. თამაშის მოგებას ვცდილობდით, ამისთვის ტაქტიკაც შევცვალეთ, მაგრამ ირლანდიის წინააღმდეგ ამის გაკეთება იოლი არა არის. გუშინაც აღვნიშნე, ირლანდიელებს კარგად ორგანიზებული ნაკრები ჰყავთ.

მოსაგებად ბევრი ვეცადეთ, მაგრამ კონკრეტულ მომენტებში უფრო უკეთესად უნდა გვემოქმედა. მიუხედავად ამისა, მე ბიჭების თამაშით კმაყოფილი ვარ, ისინი ბოლომდე დაიხარჯნენ. თამაშის სცენარიდან გამომდინარე, ჩემი აზრით, ალბათ ირლანდიაც კმაყოფილია შედეგით. რადგან მატჩის ბოლოს მოწინააღმდეგე უფრო დაცვით სტილზე გადაერთო და საბოლოოდ შეხვედრა ფრედ დასრულდა.”

Total Page Visits: 71 - Today Page Visits: 3
Click to comment

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Facebook

ჩვენი პარტნიორები