Connect with us

ფეხბურთი

მატჩის წინ კომენტარი სამტრედიის მთავარმა მწვრთნელმა კახა კაჭარავამ გააკეთა

ხვალ გაიმართება ეროვნული ლიგა 2-ის 23-ე ტურის მატჩი “სამტრედიასა” და “ცხინვალს” შორის.

“ცხინვალთან რთული თამაში იქნება. ზოგადად, ადვილი თამაში არასდროს არ გვაქვს და გამონაკლისი არც ეს შეხვედრა უნდა იყოს, თუმცა სამტრედია სასურველი შედეგის დაფიქსირებას და მოგებას შეეცდება.

ტრავმირებულებს რაც შეეხება, პავიშიჩს კუნთის პრობლემები ჰქონდა და ვარჯიში 2 დღეა დაიწყო. ვარჯიში განაახლა გოგუამაც. სამწუხაროდ, ხვალ დისკვალიფიკაციის გამო ჩაკვეტაძე გამოგვაკლდება.

“შეუძლია თუ არა სამტრედიას პირველი ადგილის დაკავება? – წინ კიდევ ბევრი თამაშია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მერანი უკეთეს სიტუაციაშია, რადგან მათ წაგების უფლება აქვთ, ჩვენ კი შეცდომის დაშვების უფლება აღარ გვაქვს – ორივე გუნდს რთული მატჩები ელის.

სამტრედიამ ამ ზაფხულს ბევრი ფეხბურთელი დაიმატა და მათ შეთამაშება სჭირდებათ, მომავალში ეს ახალი ფეხბურთელები შეეცდებიან, თავიანთი პოტენციალი უკეთ გამოავლინონ. კლუბის ეს წარმატებული შედეგები და ზედიზედ 5 მოგება მთლიანი გუნდის დამსახურებაა – როგორც ახალი მოთამაშეების, ისე ძველების”, – განაცხადა კაჭარავამ.

Total Page Visits: 2196 - Today Page Visits: 5
Click to comment

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Facebook

სარეკლამო ადგილი


ჩვენი პარტნიორები