Connect with us

ფეხბურთი

მესი la Liga_ში ყველაზე ძვირადღირებული აღარ არის

გერმანულმა “transfermarkt” მა “ლა ლიგის” მოთამაშეების სატრანფერო ღირებულებები განაახლა რომლის მიხედვითაც არგენტინელი ვარსკვლავი ლეო მესი ესპანეთის ჩემპიონატის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი აღარ არის.
ყველაზე დიდი ფასთა ვარდნა სწორედ “ბარსელონას” ფეხბურთელებს ჰქონდათ, ერთდროულად გუნდის 15 ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი დაეცა, თუმცა მნიშვნელოვანი ზრდა უფიქსირდება 18 წლის ფეხბურთელს პედრის, მისი ამჟამინდელი ფასი 50 მილიონ ევროს შეადგენს.

ლა ლიგის ყველაზე ძვირადღირებული 10 ფეხბურთელი:

  1. ჟოაო ფელიქსი (ატლეტიკო) – €100 მლნ.
  2. იან ობლაკი (ატლეტიკო) – €90 მლნ.
  3. ანსუ ფატი (ბარსელონა) – €80 მლნ.
  4. ლიონელ მესი (ბარსელონა) – €80 მლნ.
  5. ტიბო კურტუა (რეალი) – €75 მლნ.
  6. მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (ბარსელონა) – €75 მლნ.
  7. ფედერიკო ვალვერდე (რეალი) – €70 მლნ.
  8. კაზემირო (რეალი) – €70 მლნ.
  9. რაფაელ ვარანე (რეალი) – €70 მლნ.
  10. მიკელ ოიარსაბალი (რეალ სოსიედადი) – €70 მლნ.

რატომ დაეცა მესის სატრანსფერო ფასი ასე სწრაფად?

2010 წელს მესი გახდა პირველი ფეხბურთელი რომლის ფასი 100 მილიონიან ნიშნულს გადაცდა და ლა ლიგის ყველაზე ძვირადღირებულის ტიტული 10 წლის განმავლობაში არავის არ დაუთმო.

“transfermarkt”_ის განცახადებით ეს მხოლოდ მისი ასაკის გამო არ მოხდა.

“არგენტინელი კარიერის უკანასკნელ წლებში შედის, ბარსელონა კი ინსტიტუციონალური კრიზისის წინაშე დგას. ასაკს გარდა, მიმდინარე სეზონში ლიონელის სათამაშო ფორმა და მის მომავალთან დაკავშირებით არსებული ბუნდოვანობა არგენტინელის ფასზე პირდაპირ არის ასახული. მესისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ბარსელონას სატრანსფერო არჩევნები, რომელიც გაზაფხულზეა ჩანიშნული: სწორედ აქ გაირკვევა, თუ რა ელის მას მომავალში”, _ნათქვამია განცხადებაში.

Total Page Visits: - Today Page Visits:
Click to comment

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Facebook

სარეკლამო ადგილი


ჩვენი პარტნიორები