Connect with us

ჩოგბურთი

მზიურის საჩოგბურთო კორტებზე „დევისის თასის“ კენჭისყრა გაიმართა

მზიურის საჩოგბურთო კორტებზე „დევისის თასის“ ევრო-აფრიკული ზონის მეორე ჯგუფის პლეი-ოფის შეხვედრების წინ საქართველოსა და ესტონეთის ნაკრებებს შორის კენჭისყრა გაიმართა. პირველ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების ლიდერი ნიკოლოზ ბასილაშვილი ესტონელთა მეორე ნომერს ვლადიმირ ივანოვს დაუპირისპირდება, ალექსანდრე მეტრეველი კი ესტონელთა პირველ ნომერს კრისტიან ტამს შეხვდება. ტურნირის მეორე დღეს კი წყვილთა თანრიგის მატჩი გაიმართება.გიორგი ცივაძის და ზურა ტყემალაძის წყვილი მატიას სიიმარსა და ვლადიმირ ივანოვის წყვილს შეხვდება. შესაძლოა ამ 3 თამაშის შემდეგ გამარჯვებულის ვინაობა უკვე ცნობილი იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შაბათსვე, ერთეულთა კიდევ 2 მატჩი ჩატარდება: ბასილაშვილი ტამს შეხვდება, მეტრეველი კი ივანოვს.ტურნირი 6 მარტს, 11:00 საათზე, ერთეულთა თანრიგის შეხვედრებით დაიწყება. 7 მარტს კი ერთმანეთს წყვილები, 10:00 საათზე დაუპირისპირდებიან.

Total Page Visits: 1839 - Today Page Visits: 3
Click to comment

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Facebook

სარეკლამო ადგილი


ჩვენი პარტნიორები