Connect with us

რაგბი

,,მილტონ ჰეიგი,,

მზადებით და ჩვენი პროგრესით კმაყოფილი ვარ, ბიჭები უკანასკნელი 6 კვირის განმავლობაში დაუღალავად შრომობენ და კარგ ფორმაში იმყოფებიან. დაძაბული სამუშაო პერიოდი მორაგბეებისთვის ფიზიკურად რთული იყო  თუმცა ყველას ესმის.  რომ ასე უნდა იყოს, თუ გვსურს იაპონიაში განსაკუთრებული მსოფლიო თასი გვქონდეს.

ბელეკში მდებარე სპორტკომპლექსი ,,გლორია,, ერთ-ერთი საუკეთესოა მაღალ დონეზე მოსამზადებლად. ჩვენ გაგვიმართლა  რომ ის საქართველოსთან ასე ახლოსაა. მოედნებსა თუ დარბაზებში ყველაფერია მსოფლიო დონის ვარჯიშების ჩასატარებლად და ასეთი მაღალი დონის სავარჯიშო პირობები უფრო მეტი მუშაობისკენ გვიბიძგებს. ჩვენ ამ პროცესისგან დიდ სიამოვნებას ვიღებთ.

დიდი მადლობა სამხრეთ აფრიკულ ..კინგს..  რომელიც თბილისში სათამაშოდ ჩამოსვლას დათანხმდა. ადრე ეს გუნდი ზე-რაგბში თამაშობდა.  ახლა კი პრო 14-ში რეგულარულად ხვდება ისეთ გუნდებს, როგორებიც ,,ლენსთერი,,  და ,,მანსთერი,, არიან. შოტლანდიელებთან შეხვედრებამდე  ის ჩვენთვის იდეალური მოწინააღმდეგე იქნება.

მსოფლიო თასამდე გასამართი მატჩები უნდა გამოვიყენოთ იმისთვის  რომ ზუსტად გავიგოთ როგორ უნდა ვითამაშოთ იაპონიაში. ჩვენ გვექნება ახალი ვარიანტები როგორც შეტევაში  ასევე დაცვაში. ამ სამი თამაშის შემდეგ  ჩვენი სისტემა  ტაქტიკა და მოთამაშეები მზად იქნებიან ტიერ1 ის ქვეყნების ნაკრებებთან სათამაშოდ აღნიშნა ჰეიგმა.

შეგახსენებთ რომ რაგბის 2019 წლის მსოფლიო თასი სტარტს 20 სექტემბერს აიღებს და 2 ნოემბერს დასრულდება. საქართველოს ნაკრები ტურნირზე D ჯგუფში იასპარეზებს  სადაც ავსტრალიის. უელსის. ფიჯის ურუგვაის ნაკრებებს შეხვდება. მსოფლიო თასამდე კი  ,,ბორჯღალოსნები,,  3 ტესტ მატჩს გამართავენ – თბილისში  ,,საუზერნ კინგს,,  და შოტლანდიას უმასპინძლებენ ,  ხოლო ედინბურგში შოტლანდიას მეორედ შეხვდებიან.

Total Page Visits: - Today Page Visits:
Click to comment

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Facebook

სარეკლამო ადგილი


ჩვენი პარტნიორები