Connect with us

ფეხბურთი

პაპუნაშვილს ახალ გუნდში მოხვედრა უჭირს

კვიპროსის უმაღლეს ლიგაში “აპოლონის” შემადგენლობაშ არ გამოჩენილა გიორგი პაპუნაშვილი, რომლის გუნდიც გასვლაზე 2-1 დამარცხდა ლიმასოლის “აელ”-თან. პაპუნაშვილს ახალ გუნდში ჯერ-ჯერობით თავის დამკვიდრება უჭირს და მეტიც, გუშინდელ მატჩში განაცხადს მიღმა დარჩა. “აპოლონს” საჩემპიონო ფლეი-ოფში თამაში განაღდებული აქვს.

საფრანგეთის ლიგა 2-ში ჯაბა კანკავას “ვალანსიენი” გასვლაზე 2-0 დამარცხა “სოშოსთან”. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა სრულად ითამაშა, მისი გუნდი კი, 35 ქულით მე-8 ადგილზე იმყოფება.

სათადარიგოთა სკამზე გაატარა მორიგი 90 წუთი ნიკა ნინუამ. საბერძნეთის ჩემპიონატში ქართველი ნახევარმცველის “პაოკი” სტუმრად “იანინას” დაუპირისპირდა და 2-0 მოიგო. ქართველის გუნდი 43 ქულით მე-4 ადგილზეა და პაპუნაშვილის გუნდის მსგავსად, მასაც განაღდებული აქვს საჩემპიონო ფლეი-ოფში თამაში.

გიორგი ჩაკვეტაძის გარეშე მოასპარეზე “გენტმა” 4-0 გაანადგურა საშინაო არენაზე “მუსკრონი”. “გენტი” ბელგიის იუპერლიგაში 36 ქულით მე-12 ადგილზეა.

რუსეთში შეკრებაზე მყოფმა “რუბინმა” “ურალთან” ნულოვანი ფრე ითამაშა. ხვიჩა კვარაცხელიამ აღნიშნულ მატჩში საწყისი 45 წუთი ითამაშა.

Total Page Visits: 612 - Today Page Visits: 1
Click to comment

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Facebook

სარეკლამო ადგილი


ჩვენი პარტნიორები