Connect with us

uncategorized

პასუხი მეგობარს. გარდაცვალების თარიღი: 1981წ. 14 მაისი

რემოდენიმე დღის წინ ჩემს ფეისბუქ მეგობარს გავუგზავნე ჩემი  პირველი სტატია,  გავუგზავნე იმიტომ რომ დარწმუნებული ვიყავი და ახლაც ვარ რომ მას ფეხბურთი ესმის, და რომ მისი აზრი, კრიტიკა და შენიშვნები ძალიან მნიშვნელოვანია რადგან იგი ყოველთვის და ყველგან სწორ აქცენტებს სვამს, იქნება ეს რაიმეს კრიტიკა თუ მოწონება.
შესაბამისად ჩემი სტატიაც ასეთი წესით გადაიკითხა და შესაბამისი შენიშვნა კრიტიკა და მოწონება ჩემმა ნამუშევარმაც დაიმსახურა. როდესაც პასუხის მიწერა გადავწყვიტე დამეწყო იმის ახსნა თუ რატო დავწერე ასე და არა სხვანაირად, როდესაც წერილს შუაში ვიყავი მივხვდი რომ ეს უკვე არ იყო შეტყობინება რომელიც ჩატში უნდა გააგზავნო და ამიტომ გადავწყვიტე ამ პასუხისთვის სტატიის სახე მიმეცა.
კი რათქმაუნდა თაობათა ცვლას დიდი მნიშვნელობა ქონდა და იმ ომებს და ქვეყნის საერთო მდგომარეობასაც, ისიც ვიცი რომ მთლად მეორე დღეს არ დაწყებულა რეგრესი და რომ შემდგომ სეზონშიც ახლოს იყო გამარჯვებასთან, ბელგიურ სტანდარტთან წააგეს რომელმაც ფინალში ითამაშა და ბარსელონასთან წააგო, მაგრამ რა ვერ გავიგე იცით? დარწმუნებული ვარ იმ ოქროს დინამოს რომ შეძლებოდა ფეხბურთელების გაყიდვა, ყიფიანი, ჩივაძე და დარასელია გრანდებზე ნაკლებში არ ითამაშებდნენ, აი თაობა რომ შეიცვალა რათქმაუნდა წამოვიდნენ შესანიშნავი ფეხბურთელები, იგივე ქეცბაია, რომელმაც ნიუკასლში ითამაშა და სულ ცხრილის შუაში ასრულებდა, ჩვენ კი გვახსოვს ქეცბას გოლები მაგრამ მსოფლიომ მაიცნ იმით დაიმახსოვრა ადიდასის რეკლამას რო სცემა.
მერე ქინქლაძე, ალბათ ეს უკანასკნელი ყენიასთან ერთად კაი ხანი დარჩება ქართული ფეხბურთის სიხარულ ნარევ ტკივილად, უდიდესი ნიჭის პატრონი გადავიდა სიტიში სასწაულები აკეთა და გადავარდა ქვედა ლიგაში საიდანაც არც დაბრუნებულა, ერთი ვინც მართლა მაღალი დონე დადო კალაძე და არველაძეა, იყვნენ კიდევ სხვებიც იგივე ჩვენი გერმანული ლეგიონი მაგრამ მათ გაცილებით მეტი შეეძლოთ, და რაც შეეხება მიღწეულით დაკმაყოფილებას რაშიც ვერც კალას და ვერც შოთის ვერ შევიყვან რადგამ მგონია რომ მათ თავის შესაძლებლობების ზღვარზე ითამაშეს.
და მაინც ვერაფრით ვერ ვხსნი ყაზაიშვილის ერედივიზიიდან ჯერ პოლონეთში ვითომ ჩემპ ლიგის სათამაშოდ გადასვლას ხოლო მერე ამერიკულ მოხუცებულთა თავშესაფარში გადასვლას მაშინ როცა ყველაზე დიდი პროგრესი უნდა მიეღო, იქვე ვიტყვი კშიაზეც რომელიც ჩემი დიდი რწმენით ერედივიზიის რომელიმე ლიდერ გუნდში იქნებოდა, მინიმუმ “ვიტესის” ლეგენდად დარჩებოდა. იგივე კანკავა რომელიც ძალიან მიყვარს რომელმაც ევორპა ლიგის ფინალი ითამაშა ლიგა1 ში წავიდა და იქ მოთამაშე გუნდიდან ყაზახეთში გააბარგდა. არ ვეხები მჭედლიძეს რადგან ეს ბიჭი მართლა გააწამა ტრამვებმა, და რომ არა ეს პრობლემა ალბათ მინიმუმ კავანის დონეზე იქნებოდა დღეს. აღარაფერს ვამბობ იმ ვერშემდგარ ვარსკვლავებზე რომლებმაც თავისი შესაძლებობები ვერ გამოავლინეს და აქ ალბათ პირველი ჭანტურია  და არაბიძე გამახსენდება . ასე რომ მე იმ 1981 წლის მიღწევაში და შემდგომ რეგრესში იმას ვგულისხმობ რომ მიღწეულით დაკმაყოფილება თითქოს სწორედ მას მერე გაგვიჯდა სისხლში, თითქოს ამ დღის ტყვეები გავხდით, თითქოს ყველა იმ პატარა ბიჭს ღრმა ბავშვობიდან ვკიდებთ იმ ტვირთს რომ აი ნახე რა ფეხბურთელები გვყვავდა და მათზე ნაკლები შენ არ უნდა იყო , ვკიდებთ ამ ტვირთს და არც ვუფიქრდებით შეუძლია თუ არა მას ამ ტვირთის თრევა, ყველა დიდი მათჩის წინ რაღაც ეიფორიაში ვვარდებით, გაუთავებლად ვატრიალებთ იმ ძველი დინამოს ვიდეო რგოლებს სადაც ერთი მეორეზე ლამაზი გოლები გააქვთ, მაგრამ რეალობა კიდე სულ სხვა არის არავისზე არაფრით მეტნი რომ არ ვართ აგერ ზაფხულში ფარერებმაც გვანახეს. ამ მათჩის წინ მახსოვს სოც.ქსელებში ჩვენი საზოგადოების გულშემატკივარი, კომბლეებს და მეცხვარეებს რო ეძახდნენ მაგრამ კი გამოჩნდა ვინ არის კომბლე, ეხლა იმ ფეხბურთელს ვინც დინამოს კარი ამოტენა სულ ცალ ფეხზე არ კიდია ვინ თამაშობდა 1981 წელს დინამოში? 
ყველა ქვეყანას ქონდა ისტორიაში რთული პეროდი, გერმანიდან დაწყებული ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნები მაგრამ გადავხედოთ აბა იმ ქვეყნების გუნდებს ან ნაკრებებს .
თაობათა ცვლაო მითხარით, ომიო ეგეც მითხარით. კიბატონო შეიცვალა თაობა, კიბატონო ომებიც მორჩა და არც შეშის “ფეჩზე” ათბობენ გუნდები წყალს გადასავლებად მაგრამ ტალანტები როგორც იბადებიან ისევე ქრებიან სამწუხაროდ ან მუდამ პერსპექტიულ ახალგაზრდა ფეხბურთელებად რჩებიან 28 წლის ასაკში.
და ბოლოს ერთი საბჭოთა საფეხბურთო ჩინოვნიკის სიტყვრბი გამახსენდა რომელმაც თქვა რომ როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა ყველას გვეგონა რომ ის ვინც საფეხბურთო სამყაროში რაიმე ფასეულს შექმნიდა უპირველესად საქართველო იქნებოდაო.

Total Page Visits: - Today Page Visits:
Click to comment

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Facebook

სარეკლამო ადგილი


ჩვენი პარტნიორები