Connect with us

ფეხბურთი

პოჩეტინიომ თვალი ყოფილ შეგირდს დაადგა

ფრანგული “პსჟ”-ს მთავარმ მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინიომ თვალი “ტოტენჰემ ჰოთსფურის” კაპიტან უგო ლორისს დაადგა, ვისთან ერთადაც წლების განმავლობაში მუშაობდა. როგორც ჩანს, არგენტინელ სპეციალისტს ზაფხულში გუნდშ ახალი მეკარის მიყვანა სურს და სიაში პრიველ ადგილზე სწორედ ფრანგი კიპერია.

თავის მხრივ, “მამლებიც” არ არიან წინააღმდეგნი ლორისმა კლუბი დატოვოს. მეტიც, ლონდონელებს მისი შემცვლელი უკვე ნაპოვნი ჰყავთ – ეს გახლავთ “ბარნლის” ძალიან ნიჭიერი მეკარე ნიკ პოუპი, რომლის სანაცვლოდაც “ტოტენჰემი” მზადაა 30 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადოს. აქვე ვთქვათ, რომ პოპის მიმართ აქტიურ ინტერესს კიდევ ერთი ლონდონური გუნდი “ვესტ ჰემი” გამოხატავს.

ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები მომავალ ზაფხულს, თუნმცა დიდია შანსი ლორისმა “ტოტენჰემი” დატოვოს, საკითხავი ის არის თუ ვინ შეცვლის ფრანგ მეკარეს?!

Total Page Visits: 1320 - Today Page Visits: 6
Click to comment

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Facebook

სარეკლამო ადგილი


ჩვენი პარტნიორები