Connect with us

რაგბი

რუსეთის რაგბის კავშირმა ჩემპიონატის ჩატარების ახალი ფორმატი შეიმუშავა!

რუსეთის რაგბის კავშირმა 2020/2021 წლების სეზონის კალენდარი წარმოადგინა.
ოფიციალურად ცნობილი გახდა, რომ რუსეთის რეგულარული ჩემპიონატი 19–20 ივნისს დაიწყება და 27–28 აგვისტოს დასრულდება. ტურნირი ერთწერედ ჩატარდება და ჩემპიონობისთვის 10 გუნდი იბრძოლებს.
ჩემპიონობისათვის ბრძოლას 6 საუკეთესო გუნდი გააგრძელებს გუნდები, რომლებიც რეგულარულ ჩემპიონატში პირველ და მეორე ადგილას გავლენ ტიტულისთვის ბრძოლაში პირდაპირ ნახევარფინალიდან ჩაერთვებიან, დანარჩენი 4 გუნდი კი ოქტომბრის პირველ ნახევარში მეოთხედფინალურ ეტაპზე იასპარეზებენ და კიდევ 2 ნახევარფინალის საგზურს გაათამაშებენ.
მე-7-დან მე-10 ადგილის ჩათვლით გუნდები სანუგეშო ტურნირს ითამაშებენ, ხოლო ნახევარფინალების და ფინალის გამარჯვებულთა ვინაობა ორმატჩიან სერიაში 2021 წლის აპრილსა და მაისში გადაწყდება.
ჩემპიონატის სრული კალენდარი იხილეთ აქ
https://rugby.ru/…/iblock/0a6/0a6ef6dee0be462e61a2ccd1a430e…

წყარო: სპორტ პანორამა

https://www.facebook.com/sportpano/

Total Page Visits: 1509 - Today Page Visits: 2
Click to comment

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Facebook

სარეკლამო ადგილი


ჩვენი პარტნიორები