Connect with us

ფეხბურთი

საბა ლობჟანიძის “ანკარაგიუჯუმ” “გალათასარაი” დაამარცხა და სუპერლიგაში დარჩენის შანსი გაუჩნდა!

საბა ლობჟანიძის “ანკარაგიუჯუმ” დაძაბულ ბრძოლაში ევროპა ლიგის საგზურისათვის მებრძოლი “გალათასარაი” დაამარცხა და მე–15 ადგილზე მყოფ “რიზესპორთან” სხვაობა 3 ქულამდე შეამცირა, თუმცა მეტოქეს ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩასატარებელი და დღეს სტუმრად “ქაშიმფაშასთან” თამაშობს. შეხვედრა მეტად დაძაბული და ნერვიული გამოდგა ერთადერთი გოლი მასპინძლებმა 11– მეტრიანი დარტყმით გაიტანეს. ლობჟანიძე სასატარტოში იყო და 74–ე წუთზე შეცვალეს როცა მასპინძელთა დამრიგებელმა აქვენტი ანაგრიშის შენარჩუნებაზე გადაიტანა.
🔵მატჩის დასრულების შემდეგ სტუმართა გუნდის მწვრთნელს მასპინძელთა ლოჟიდან ფათიხ თერიმს ტრიბუნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს და მან მათ შეაგინა. თურქული პრესის ცნობით, გვირაბში ფეხბურთელებმა იჩხუბეს.
🔵ლობჟანიძის გუნდს ორი მატჩი აქვს დარჩენილი – 19 ივლისს “ანტალიასპორს” უმასპინძლებს, ხოლო 26 ივლისს სტუმრად “დენიზლისპორს” დაუპირისპირდება.

Total Page Visits: - Today Page Visits:
Click to comment

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Facebook

სარეკლამო ადგილი


ჩვენი პარტნიორები