Connect with us

ფეხბურთი

საბურთალომ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა

 

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ვერმოგებული ორი მატჩის შემდეგ საბურთალომ მნიშვნელოვანი სამი ქულა მეხუთე ტურში თელავის წინააღმდეგ მოიპოვა. 

შეხვედრის პირველ ნახევარში მოვლენები ძირითადად მოედნის შუაში ვითარდებოდა და სახიფათო მომენტების შექმნამდე საქმე არცერთი გუნდის მხრიდან არ მისულა.

განსხვავებული გამოდგა მატჩის მეორე ტაიმი. ორივე გუნდის მხრიდან იმატა შეტევებმა და საგოლე მომენტებმა, მაგრამ ანგარიშის გახსნა თერთმეტმეტრიანის საშუალებით მოხერხდა. თამაშის 67-ე წუთზე თელავის კარში დანიშნული პენალტი ზუსტად შეასრულა გიორგი კოხრეიძემ და საბურთალო დააწინაურა. იმის მიუხედავად რომ მასპინძლები კიდევ ცდილობდნენ გოლის გატანას და სტუმრები თამაშის შემოტრიალებას, ანგარიში აღარ შეცვლილა.

5 ტურის შემდეგ საბურთალო 8 ქულით გათამაშების ცხრილში მესამე ადგილზეა, თელავი კი 6 ქულით მეექვსე პოზიციას იკავებს.

 

წყარო : erovnuliliga.ge

სრული მატჩი  

Total Page Visits: - Today Page Visits:
Click to comment

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Facebook

სარეკლამო ადგილი


ჩვენი პარტნიორები