Connect with us

კალათბურთი

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ნორვეგია დაამარცხა და ბელარუსს შეხვდება

16-წლამდელთა ნაკრებმა ნორვეგიას სძლია. ქართველებმა სკანდინავიელებს ევროპის ჩემპიონატის საკვასაქართველოსლიფიკაციო ეტაპზე სძლიეს, რომელიც კონტინენტის პირველობის B დივიზიონში 17-24 ადგილების გასანაწილელად მიმდინარეობს. ქართველებმა პირველივე მეტოქე, ნორვეგიის ნაკრები დამაჯერებლად – 78:62 დაამარცხეს და 17-20 ადგილებისთვის იბრძოლებენ.

ნორვეგიასთან მატჩში 15 ქულით და 11 მოხსნით საუკეთესო იყო სანდრო კასაბური. 12 ქულა დააგროვა გიორგი მესხმა, ხოლო 10-10 ქულა გიორგი მახნიაშვილისა და ლუკა ლიკლიკაძის ანგარიშზე დაგოვდა. საქართველოს ნაკრები მორიგ მატჩს 16 აგვისტოს, თბილისის დროით 22:30 საათზე გამართავს. ჩვენი გუნდის მეტოქე ბელარუსი იქნება. გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები ტურნირზე მე-17 ადგილისთვის მატჩში მონაწილეობის უფლებას მიიღებს, არადა, მე-19 ადგილისთვის ითამაშებს. 

Total Page Visits: 530 - Today Page Visits: 2
Click to comment

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

სარეკლამო ადგილი


Facebook

ჩვენი პარტნიორები