Connect with us

ფეხბურთი

საქართველოს 21-წლამდე საფეხბურთო ნაკრები ევროპის 2023 წლის ჩემპიონატის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში მიმდინარე წელს რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

საქართველოს 21-წლამდე საფეხბურთო ნაკრები ევროპის 2023 წლის ჩემპიონატის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში მიმდინარე წელს რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. რამაზ სვანაძის გუნდის სამი მეტოქის ვინაობა უკვე ცნობილია.

29 მარტი  საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, გორის თენგიზ ბურჯანაძის სტადიონზე ბელარუსს დაუპირისპირდება.

7 სექტემბერი  ევრო 2023-ის მასპინძელი ქვეყნების ახალგაზრდული ნაკრებები ამხანაგურ შეხვედრას ითამაშებენ. რუმინეთი საკუთარ მოედანზე საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მასპინძელი იქნება.

16 ნოემბერს  ბათუმის ახალ სტადიონზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, ინგლისის 21-წლამდე ნაკრებს შეხვდება.

საქართველოსა და რუმინეთის ახალგაზრდული ნაკრებები, როგორც ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნები საკვალიფიკაციო ეტაპზე არ ითამაშებენ. ორივე ნაკრებმა ფინალური ეტაპის საგზური მასპინძლის სტატუსით უკვე მოიპოვა. ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ორივე ნაკრები მხოლოდ ამხანაგურ მატჩებს გამართავს.

21-წლამდე ნაკრებთა რიგით 24-ე ჩემპიონატს საქართველო-რუმინეთი 2023 წლის ზაფხულში უმასპინძლებს.

 

Total Page Visits: 7315 - Today Page Visits: 3
Click to comment

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Facebook

სარეკლამო ადგილი


ჩვენი პარტნიორები