Connect with us

ფეხბურთი

საქართველო – ბელარუსი | ბილეთების ონლაინ რეჟიმში რეალიზაცია დაიწყო

უეფას 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალის მატჩის, საქართველო – ბელარუსის, ბილეთების ონლაინ რეჟიმში გაყიდვა დღეს, 15 თებერვალს დაიწყო.

ბილეთების ფიზიკური რეალიზაცია კი, დინამოზე არენას სალაროებში 22 თებერვლიდან დაიწყება. 23 თებერვალს, საქართველოს სუპერ თასის მატჩის დღეზე, მხოლოდ ერთი დღით, ბილეთების შეძენა, პარალელურად, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროებშიც იქნება შესაძლებელი.

გულშემატკივარს შეხვედრაზე დასასწრები ბილეთების შეძენა ინტერნეტის საშუალებით, TKT.ge-ზე შეეძლება. ბილეთის ფასი 5, 10, 15 და 25 ლარია.

Total Page Visits: 1499 - Today Page Visits: 2
Click to comment

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Facebook

სარეკლამო ადგილი


ჩვენი პარტნიორები