Connect with us

ფეხბურთი

სულშერმა რამდენიმე ფეხბურთელს კარისკენ მიუთითა

“მანჩესტერ იუნაიტედის” ნორვეგიელმა მწვრთნელმა ოლე-გუნარ სულშერმა თავისი გუნდის რამდენიმე წევრს აცნობა რომ მათ ახალი გუნდის ძებნა უნდა დაიწყონ. როგორც ჩვენი ბრიტანელი კოლეგები ამბობენ, საუბარია ფილ ჯონსსა და ორ არგენტინელ ფეხბურთელზე – სერხიო რომეროსა და მარკოს როხოზე.

როგორც ნისლიან ალბიონზე ამბობენ, სულშერს სურს რომ გუნდში ახალი ცენტრალური მცველი მიიყვანოს და ნორვეგიელმა სასურველი კანდიდატიც შეარჩია – ესპანური “სევილიას” ახალგაზრდა ფრანგი მცველი იულეს კუნდე, რომლის სანაცვლოდაც სევილიელები 80 მილიონ ევროს ითხოვენ. მანუკიანელების გარდა ნიჭიერი ფრანგის მიმართ ინტერესს მიუნხენის “ბაიერნი” და ტურინის “იუვენტუსი” იჩენენ. რაც შეეხება სულშერის “შავ სიას” –  როგორც ცნობილია, როხო სამშობლოში აპირებს დაბრუნებას, აი დანარჩენი ორის შესახებ კი ჯერ-ჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება.

Total Page Visits: 238 - Today Page Visits: 1
Click to comment

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Facebook

სარეკლამო ადგილი


ჩვენი პარტნიორები