Connect with us

Uncategorized

,,ტორპედოს,, ახალი მ ფლობელი ეყოლება – იტალიელი ინვესტორი პირობებზე თანახმაა

ადგილობრივი ტელეკომპანია, MegaTV-ი იტყობინება, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის და ქუთაისის მერ გიორგი ჭიღვარიას შეხვედრა იტალიელ ინვესტორებთან ცოტა ხნის წინ დასრულდა.
იტალიელი ინვესტორები მერიის მიერ შეთავაზებულ პირობებზე თანხმობას აცხადებენ, მოლაპარაკებები მიმდინარე ტექნიკურ საკითხებზე კვირის ბოლოსთვის დასრულდება, რის შემდეგაც ქუთაისის “ტორპედოს” ახალი მფლობელი ეყოლება.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულთან შეხვედრაზე მხარეებმა იმ გარანტიებზეც ისაუბრეს, რომლითაც გუნდს უნდა ჰქონდეს სტაბილური დაფინანსება, ფეხბურთელების კონტრაქტები უნდა იყოს მყარი და არ უნდა დაირღვეს პირობები, რაც წინა შემთხვევაში ხდებოდა. მთავარი მიზანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და “კრისტლაბეთ ეროვნულ ლიგაში” ღირსეული გამოსვლა იქნება.

Total Page Visits: 247 - Today Page Visits: 2
Click to comment

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Facebook

ჩვენი პარტნიორები