Connect with us

ფეხბურთი

უპატრონო ეკლესია რომელსაც ეშმაკები დაეპატრონებიან.

დავით მუჯირი დღეს ტელეკომპანია პირველი არხის ეთერში იმყოფებოდა სადაც განაცხადა რომ ის ორი თვე რომელიც მას და ფედერაციას ქონდა ახალი მწვრთნელის მოსაძებნად არ იყო საკმარისი და რომ განიხილავენ ასევე დროებითი  მწვრთნელის ვარიანტსაც.

მე როგორც რიგითმა ფებურთის გულშემატკივარმა მინდა გამოვხატო გულისწყრომა ფედერაციის და მისი სტაფის მიმართ, 2 თვე ნამდვილად რომ არ არის ცოტა დრო მგონი ამაში ფედერაციის გარდა ყველა დამეთანხმება.

მაგრამ მოდით დავიწყოთ თავიდან, ვაისის წასვლამდე ფედერაციამ ძალიან კარგად იცოდა რომ თუ ევროპაზე ნაკრები ვერ ხვდებოდა იგი მიდიოდა პოსტიდან, გამომდინარე აქედან ყველა ჭკვიანი და საქმის მცოდნე ფედერაცია დაიჭერდა თადარიგს და შეიგულებდა ერთი ორ კანდიდატს რომელიც საჭიროების შემთხვევაში თავის თავზე აიღებდა ნაკრების მართვას, მაგრამ რა მოხდა? ხელიც კი არავის გაუტოკებია!

ასევე ცალკე აღნიშვნის ღირსია ის თუ როგორ მიდის ეროვნული ნაკრების კანდიდატების შერჩევა.

ეს ეროვნული ნაკრებია ხალხო! და არა ფედერაციის რომელიმე განყოფინელება, რომ სადღაც კაბინეტში შეკეტილებმა მიიღოთ გადაწყვეტილებები! ნაკრები ხალხისაა და სწორედაც ხალხის აზრი უნდა იყოს უმთავრესი, ახლა არ დაიწყოთ საჯაროობა მოლაპარაკებებს ვნებსო, ეგ ზღაპარი უკვე კაი ხნის წაკითხული გვაქვს!

მოკლედ სირცხვილი თქვენ! სირცხვილი რომ სანაკრებო თამაშები კარს მოგვადგა და ჩვენი გუნდი ისევ ისევ უპატრონო ეკლესიასავით არის რომელსაც ეშმაკები ამ სეზონზეც დაეპატრონებიან!

Total Page Visits: 537 - Today Page Visits: 1
Click to comment

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Facebook

სარეკლამო ადგილი


ჩვენი პარტნიორები