Connect with us

ფეხბურთი

უჩა სოსიაშვილი: ,,არდასთან” მოგებაც შეგვეძლო…

დღევანდელი ვარჯიში და მთავარი მწვრთნელის კომენტარი
უჩა სოსიაშვილი: ,,არდასთან” მოგებაც შეგვეძლო…
წყალტუბოს ,,სამგურალმა” დღეს ორჯერადი ვარჯიშები გამართა. სამწვრთნელო პროცესის დასრულების შემდეგ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა უჩა სოსიაშვილმა ,,არდასთან” მატჩის შესახებ ისაუბრა და მომდევნო ამხანაგური მატჩის შესახებაც გააკეთა კომენტარი.
უჩა სოსიაშვილი:
,,მოსამზადებელი პერიოდი პირველ რიგში ემსახურება იმას, რომ შეკრების განმავლობაში გუნდი კარგად შეთამაშდეს და ჩემპიონატს სრულ მზადყოფნაში შეხვდეს. სწორედ აღნიშნულ პერიოდში გამოჩნდება, რა გვსურს და რა მიმართულებით გაგრძელდება მუშაობა. ამაში სწორედ ამხანაგური შეხვედრები გვეხმარება. გუშინ საკმაოდ კარგ გუნდს ვეთამაშეთ. ,,არდა” ბულგარეთის მთავარ ლიგაში მეოთხე ადგილზეა, ფიზიკურად ძლიერი და კარგად დაბალანსებული გუნდია. ვფიქრობ, საინტერესო მატჩი გამოვიდა, რა გეგმა და მიზანიც გვქონდა, მეტ–ნაკლებად გამოგვივიდა. კარგად ვითამაშეთ, სამწუხაროდ, რამდენიმე კარგი მომენტი ვერ გამოვიყენეთ და გოლების გატანა ვერ მოვახერხეთ, თორემ მოგებაც შეგვეძლო და შედეგიდან გამომდინარე თავი კიდევ უფრო კარგად წარმოგვეჩინა…
ამ ეტაპზე შედეგს მნიშვნელობა არა აქვს, მთავარია თამაშის ხარისხი გაუმჯობესდეს, ვეცდებით, შემდეგი თამაშების დროს გამოვასწოროთ ის პეცდომები, რაც ამ მატჩისას გვქონდა. ჯერ კიდევ შორს ვართ იდეალურ ფორმასთან. ,,არდასთან” პირველი თამაში იყო და შესაბამისად, ის ხარისხი ვერ იქნებოდა, რაც ჩვენ გვინდოდა, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, მზადების რა ეტაპზე არის გუნდი, ბიჭებმა თავი საკმაოდ კარგად წარმოჩინეს. იმედი მაქვს, რომ შემდეგ თამაშებში ხარისხი კიდევ უფრო გაუმჯობესდება და ჩემპიონატს ბოლომდე მზადყოფნაში შევხვდებით.
რაც შეეეხება დღევანდელ სამწვრთნელო პროცესს, დილის ვარჯიშზე აღდგენითი სამუშაოები ჩატარდა, საღამოს კი ტაქტიკური ვარჯიშები.. 7 თებერვალსაც ტაქტიკურ–ტექნიკური სამუშაოები გვექნება, 8 თებერვალს კი უკვე მეორე ამხანაგურ მატჩს გავმართავთ – ყარაღანდას ,,შახტართან”, რომელიც ყაზახეთის ჩემპიონატში მეოთხე პოზიციაზე იმყოფება. ვფიქრობ, რომ ყაზახეთს საკმაოდ კარგი ჩემპიონატი აქვს. ,,შახტარი” სტაბილურად, წლების განმავლობაში ასპარეზობს უმაღლეს ლიგაში. საკმაოდ კარგი გუნდია, როგორც ფინანსურად, ასევე შემადგენლობითაც. ვფიქრობ, საინტერესო მატჩი იქნება.

Total Page Visits: 336 - Today Page Visits: 1
Click to comment

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Facebook

სარეკლამო ადგილი


ჩვენი პარტნიორები