Connect with us

ფეხბურთი

ქალთა ლიგის 3–გზის ჩემპიონები – ირინა ხაბურძანია და სალომე გასვიანი!

ქართველი გულშემატკივრებისათვის ალბათ უცნობია ის ფაქტი, რომ ქალთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულ “ლანჩხუთში” ქალთა ლიგის 3–გზის გამარჯვებული ორი ფეხბურთელი გოგონა თამაშობს ესენია: ირინა ხაბურძნია და სალომე გასვიანი. მათ ორჯერ ზედიზედ ეს ლიგა 2016 და 2017 წლებში ქუთაისის “მართვეს” მაისურით მოიგეს, ხოლო 2019 წელს კი ჩემპიონობა ლანჩხუთელ გოგონებთან ერთად იზეიმეს. ამასთან ერთად გასვიანი 2018 წელს ქალთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ასევე მესამედ მიიღებენ მონაწილეობას ისინი ქალთა ჩემპიონთა ლიგაში რომლის წილისყრაც სულ მალე გაიმართება, ხოლო ტურნირი კი ოქტომბრისთვისაა დაგეგმილი. წარმატებას ვუსურვებთ თავის გუნდთან ერთად აღნიშნულ ტურნირში საქართველოს ყველაზე ტიტულოვან გოგონებს!

წყარო: სპორტ პანორამა

Total Page Visits: 743 - Today Page Visits: 1
Click to comment

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Facebook

სარეკლამო ადგილი


ჩვენი პარტნიორები