Connect with us

სხვა

ქართული ჰოკეი///GLOBALSPORT.GE

  • Facebook Profile photo
2021 წლის 27 იანვარს, ქალაქ თბილისში 14:00 საათზე ჩატარდა საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ფედერაციის ყრილობა. ყრილობას ესწრებოდა გამგეობის ხუთივე წევრი და ყრილობის 10 წევრიდან 9 წევრი. ყრილობამ ერთხმად(9 მომხრე, 0 წინააღმდეგი) აირჩია საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ფედერაციის ახალი პრეზიდენტი – გიორგი ნატროშვილი.
ილია დავიდოვმა, საკუთარ გუნდთან ერთად, საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტობისას საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნულ ფედერაციას მოუტანა რამდენიმე მნიშვნელოვანი წარმატება მათ შორის:
1) 2017 წელს საქართველოში პირველად ჩატარდა „სატესტო ჩემპიონატი“ 16 წლამდელ ვაჟებს შორის.
2) 2017 წელს ყინულის ჰოკეის ეროვნულმა ნაკრებმა ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის მე-3 დივიზიონში დაიკავა მე-3 ადგილი.
3) 2018 წელს ყინულის ჰოკეის ეროვნულმა ნაკრებმა ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის მე-3 დივიზიონში დაიკავა პირველი ადგილი, დაეუფლა ოქროს მედლებს და გადავიდა მე-2 ბ დივიზიონში.
4) 2019 წელს ყინულის ჰოკეის ეროვნულმა ნაკრებმა ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატზე შეინარჩუნა ადგილი მე-2 ბ დივიზიონში.
ილია დავიდოვმა მადლობა გადაუხადა საკუთარ გუნდს გაწეული სამუშაოსათვის და წარმატებები უსურვა ახლად არჩეულ პრეზიდენტს მის საქმიანობაში.
გიორგი ნატროშვილი არის ყინულის ჰოკეის კლუბ ცეცხლოვანი ჯვაროსნების პრეზიდენტი 2017 წლიდან. 2015 წელს მან წარმატებით გაიარა ჰოკეის ადმინისტრირების პროგრამა ვიერუმაკიში ორგანიზებულ ჰოკეის განვითარების კემპზე. გიორგი არის მე-3 თაობის ჰოკეისტი და ეს სპორტი არის მისი ოჯახური ტრადიციის ნაწილი. გიორგი ფლობს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის (ESM ბიზნეს სკოლის) ბაკალავრის დიპლომს ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით (ფინანსების სპეციალიზაციით). მას აქვს 10 წლიანი უწყვეტი და პროგრესირებადი სამუშაო გამოცდილება ფინანსების მიმართულებით. 2017 წლიდან გიორგი იკავებს ფინანსური დირექტორის პოზიციას საქართველოს უმსხვილეს უძრავი კონების დეველოპერულ კომპანია მ2 ჯგუფში. 2016 წლიდან გიორგი არის CFA სერთიფიკატის მფლობელი.

Total Page Visits: 605 - Today Page Visits: 2
Click to comment

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Facebook

სარეკლამო ადგილი


ჩვენი პარტნიორები