Connect with us

ფეხბურთი

ყველაზე მრისხანე ფეხბურთელი, ვისაც ოდესმე შევხვედრივარ უეინ რუნია

“ყველაზე მრისხანე ფეხბურთელი, ვისაც ოდესმე შევხვედრივარ უეინ რუნია. სერ ალექს სურდა, რომ ის FA თასის თამაშისთვის დაესვენებინებინა, თუმცა ოდნავ ეშინოდა რუნისთვის ამის თქმის. შემდეგ მან ამის შესახებ მაცნობა, ხოლო მე ვუპასუხე, რომ უბრალოდ მისულიყო და რუნისთვის ეთქვა, რომ მანჩესტერში ტოვებდა. საშიში არაფერი იყო.

   საბოლოოდ სერ ალექსმა მას არ აცნობა ამის შესახებ, ხოლო ეს ინფორმაცია რუნიმ ადმინისტრაციისგან შეიტყო ვარჯიშზე, როდესაც განაცხადის წაკითხვისას არ ახსენეს. ფერგიუსონი მას გაეკიდა, როდესაც რუნი განრისხებული გავარდა სავარჯიშო მოედნიდან, თუმცა უშედეგოდ. მას შემდეგ, რაც ჩავედით და ბარნლისთან გასამართი შეხვედრა დაიწყებოდა, რუნი გამოგვეცხადა, რომელიც თავისი მანქანით მარტოს ჩამოსულიყო მიუხედავად იმისა, რომ განაცხადში არ იყო. გასახდელში გამოგვეცხადა, მატჩისთვის განკუთვნილი ფორმა ჩაიცვა, რლმელიც თან წამოეღო და ისე გავიდა მოედანზე, რომ სერ ალექსს საწინააღმდეგო სიტყვაც კი არ დასცდენია. იმ თამაშში რუნიმ ჰეთ-ტრიკი შეასრულა და გუნდს გამარჯვება მოუტანა.”

🗣 რობინ ვან პერსი

Total Page Visits: 1015 - Today Page Visits: 5
Click to comment

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Facebook

სარეკლამო ადგილი


ჩვენი პარტნიორები