Connect with us

ფეხბურთი

შედარება:ოქრიაშვილი VS მხითარიანი

გადავწყვიტე ჩვენს მკითხველს შევთავაზო ახალი რუბრიკა “შედარება”. დასაწყისში ვიტყვი რომ ეს არ არის ვინმეს დამცირების ან პირიქით, ცაში აყვანის მცდელობა, ეს არის ფეხბურთელების ერთგვარი კარიერული მიღწევების ჯახი და ასევე ანალიზი თუ რატომ განვითარდა ამა თუ იმ ფეხბურთელის კარიერა ამგვარად.
მინდა ავღნიშნო რომ ფეხბურთელები შერჩეული იქნება რაიმე სახის გავშირიდან გამომდინარე, იქნება ეს თანაგუნდელობა, თანაქალაქელობა თუ თანამემამულეობა.
ამ რუბრიკას კი გახსნის ქართველი თორნიკე ოქრიაშვილის და სომეხი ჰერნიხ მხითარიანის ჯახი.
თითქოს ასაკის სხვაობიდან გამომდინარე მათი კარიერის შედარება წარმოუდგენელია მაგრამ სულაც არა ოქრი ამ დროისთვის 28 წლის გახლავთ ხოლო ჰენრიხმა კი 30_ს გადააბიჯა და ამჟამად 31 წლისაა.
დავიწყოთ თავიდან.

“პიუნიკი”
ჰენრიხ მხითაიანმა ისევე როგორც ოქრიაშვილმა თამაში თავის სამშობლოში დაიწყო “პიუნიკის” შემადგენლობაში აქ მან 5 სეზონი გაატარა 5 ჯერ მოიგო სომხეთის ჩემპიონატი ერთხელ  სომხეთის თასს და სამჯერ კი სომხეთის სუპერ თასს დაეუფლა ამ დროისთვის მისი სატრანსფერო ღირებულება 600 ათას ევრომდე გაიზარდა. აღსანიშნავია ამ მიღწევებამდე მცირე ხნით მხითარიანი “საო პაულოს” 17 წლამდე გუნდში იყო განათხოვრებული.”

ამის შემდგომ იგი “დონეცკის მეტალურგში” 1.2 მილიონ ევროდ გადაბარგდა.
“გაგრა”

მაშინ როდესაც მხითარიანი დონეცკურ გუნდში გადასასვლელად ემზადებოდა “გაგრაში” ბურთაობას ახალი ქართველი ტალანტი იწყებდა სახელად თორნიკე ოქრიაშვილი, მისი საფეხბურთო შესაძლებლობები პატარა ასაკიდანვე ჩანდა და ისიც ყველამ იცოდა რომ მას ამ გუნდში დიდხანს არავინ გააჩერებდა.
2009-2010 წლების სეზონშივე “დონეცკის შახტარში” 18 წლამდელთა მოხვდა განათხოვრების წესით, იჯარის დასრულების შემგომ კი “შახტარმა” ოქრიაშვილი ოფიციალურად გაიფორმა 200k ევროს სანაცვლოდ. ფაქტი იყო რომ ბატარა ბიჭი ამ დიდი მიზნებისთვის მებრძოლ გუნდში სასტარტო ადგილს ვერ დაიკავებდა და ასევე 200k ევროს სანაცვლოდ “მარიუპოლის ილიჩევეცში” იქნა განათხოვრებული.

“შახტარი”

2010-2011 წლების სეზონზე როდესაც პირველად ოქრიაშვილი “შახტარში” იჯარის წესით გადავიდა გუნდს აწ უკვე უკრაინის პრემიერ ლიგაში გამობრძმედილი , გასულ სეზონში 12 გოლის ავტორი ჰენრიხ მხითარიანი 4 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაიმატა დაიმატა საიდანაც იწყება მისი კარიერული აღმასვლა.
ხშირად როდესაც სხვა ფეხბურთელები ოდესურ ან დონეცკურ მოდურ წვეულებებს აწყობდნენ საკუთარ აპარტამენტებში მხითარიანი ბაზაზე ცხოვრობდა და თავდაუზოგავად მუშაობდა იმაზე რომ უფრო მეტისათვის მიეღწია, და როგორც იტყვიან “რასაც დათესავ იმას მოიმკიო” სომეხმა სასწაული ზრდა განიცადა “შახტარში”, გუნდში რომელიდ მუდმივად ევრო ასპარეზზე და ჩემპიონატში მაღალი მიზნებისთვის იბრძოდა.
საბოლოოდ 3 სეზონში მხითარიანი სამჯერვე გახდა უკრაინის ჩემპიონი, ასევე უკრაინის თასის სამგზის და ერთხელ უკრაინის სუპერ თასის მფლობელი. აღსანიშნავია რომ ბოლო სეზონზე იგი გახდა წლის ფეხბურთელი “შახტარის” შემადგენლობაში, ასევე 25 გოლით უკრაინის პრემიერლიგის ბომბარდირი. ამ დროის განმავლობაში მისი საბაზრო ფასი 22 მილიონამდე გაიზარდა და ჩამთავრებული წარმატებული სეზონის შემდგომ “დორტმუნდის ბორუსიამ” 27.5 მილიონ ევროდ შეიძინა.

“ჩერნომორეცი”

მაშინ როდესაც მხითარიანი “შახტარში” ყველაფერი მოიგო და “დორტმუნდისკენ” გაიხედა ოქრიაშვილის საბაზრო ფასი ხოლოდ 1 მილიონ ევროს გაუტოლდა და შახტარმა იგი “ოდესის ცერნომორეცში” გაანათხოვრა სადაც მან ერთი სეზონი გაატარა, ამ გუნდში მან მხოლოდ 10 თამაში ჩაატარა და 3 გოლის გატანა შეძლო და 2014 წლის ბოლოს მისი უკრაინული კარიერა დასრულდა, მან ბელგიის ჩემპიონატში მოთამაშე “გენკს” მიაშურა. ეს თითქოს წარმატების დასაწყისი უნდა ყოფილიყო რადგან თითქოს დაღვინებულ ასაკში ევროპის შუაგულში მოთამაშე გუნდში რომლის მათჩებსაც უამრავი ტოპ ჩემპიონატების სკაუტი აკვირდება წარმატების საწინდარია. მაგრამ თორნიკესთვის არც მისი ბელგიური კარიერა გამოდგა ვარსკვლავური, 34 მათჩში მხოლოდ 2 გოლი გაიტანა მაგრამ ყველას დაამახსოვრა თავი გუნდელთან ჩხუბით და სპორტული მანქანით ავარიით.
2016 წელს იგი “ესკიშეჰირსპორში” გაანათხოვრეს სადაც 12 მატჩში 2 გოლი გაიტანა და ამავე წელს ”კრასნოდარში” გადავიდა 1.8 მილიონი ევროს სანაცვლოდ.

“ბორუსია”

მხითარიანის გერმანული კარიერა არც ისე წარმატებით დაიწყო, მისი საბაზრო ფასი 2015 წლისათვის 18 მილიონ ევრომდე შემცირდა მაგრამ ბოლო სეზონზე მან ისევ დაიწყო გერმანული გრანდისათვის გოლების გატანა რაც 2016 წელს იმით დასრულდა რომ სომეხ ფეხბურთელს “დორტმუნდის ბორუსიის” მაისურით 90 მათჩში 23 გოლი დააგროვა, მისი საბაზრო ფასი 30 მილიონამდე გაიზარდა და ამავე წელს ინგლისის პრემიერლიგაში მოთამაშე “მანჩესტერ უნაიტედს” მიაშურა.

“კრასნოდარი”

მაშინ როდესაც მხითარიანი ინგლისურ ფეხბურთს უშინაურდებოდა ქართველი ცდილობდა რუსულ კლუბში თავი დაემკვიდრებინა, თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა მაგრამ მოულოდნელად მძიმე ტრამვა მიიღო რის გამოც დიდი პერიოდი გაუცდა, მთლიანობაში ვერც რუსულ კარიერას დავარქმევთ წარმატებულს რადგან 16 მათჩში 2 გოლი გაიტანა, ის რაც იმ 2 წელში დასამახსოვრებელი გამოდგა ზენიტთან შესრულებული მაკრატელა იყო ბოლო წუთებზე. მისმა ფასმა 1 მილიონი ევროთი დაიკლო და 2019 წელს კვიპროსულ “ანორთოსის” მიაშურა.

“პრემიერ ლიგა”

მხითარიანმა “მანჩესტერში” თამაშის დროს 39 მათჩში 5 გოლი გაიტანა, თავის ტიტულებს კი ევროპალიგის ტიტულიც დაუმატა და გახდა ერთ ერთი ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი პოსტ საბჭოთა სივრციდან  ხოლო 2018 წელს არსენალს მიაშურა 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ.  პირველი სეზონის შემდგომ სადაც 8 გოლის გატანა შეძლო იგი იჯარის წესით რომაში გაუშვეს სადაც 22 მათჩში 9 გოლი გაიტანა და შემდგომ კი რომამ იგი გამოისყიდა.

 

საბოლოო შედეგი:

ამ დროისთვის ამ ორი თითქოს ერთნაირი სასტარტო პირობების მქონე ფეხბურთელებმა სრულიად განსხვავებული კარიერა შეიქმნეს, ვერავინ იტყვის რომ ნაკლები ნიჭის პატრონი იყო ერთი მეორეზე მაგრამ დღეს 2021 წელს სომეხი ფეხბურთელი იტალიური გრანდის თითქმის უცვლელი წევრია ხოლო ოქრიაშვილი კვიპროსის ჩემპიონატის მეოთხე ადგილოსან გუნდში.
ალბათ ვერდიქტი მარტივი გამოსაცნობია რომ შევხედოთ მათ ტიტულებს, მათ საბაზრო ფასს, ერთხმად გადავწყვეტთ მაგრამ ჩვენ ვერდიქტი არ გამოგვაქვს უბრალოდ ჩვენს მკითხველი რომელთა შორის ალბათ არიან ის ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელები ნახავენ რომ მხოლოდ ნიჭი არაა საკმარისია რომ გახდე ტოპ ფეხბურთელი, საჭიროა თავდაუზოგავი შრომა იმ მიზნისაკენ რასაც ისახავ სამომავლოდ .

Total Page Visits: 570 - Today Page Visits: 1
Click to comment

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Facebook

სარეკლამო ადგილი


ჩვენი პარტნიორები