Connect with us

კალათბურთი

შენგელიას ბრწყინვალე მატჩი – 18 ქულა

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-5 ტურში ”ბასკონიამ” ”ბეტისი” 84:73 დაამარცხა.

მიმდინარე სეზონში ”ბასკონიამ” მხოლოდ მეორე გამარჯვება მოიპოვა და სატურნირო ცხრილში მე-12 პოზიციას იკავებს.

დღევანდელი საკალათბურთო მატჩი ”ბეტისის” უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა ბოლო მეოთხედში ”ბასკონიამ” 32:14 მოიგო და გამარჯვება შენგელიას გუნდს დარჩა

აღსანიშნავია, რომ გამარჯვებულთა ქართველი კალათბურთელი მატჩის უძვირფასეს მოთამაშედ (MVP) დასახელდა. თოკო სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა, მის ანგარიშზე 18 ქულა, 9 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა იყო.

Total Page Visits: 231 - Today Page Visits: 4
Click to comment

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Facebook

ჩვენი პარტნიორები