Connect with us

სხვა

შოთა კვარაცხელია// თევზის რაოდენობა კლებულობს…

  • Facebook Profile photo

მოგესალმებით ბატონო შოთა გთხოვთ წარუდგინოთ ჩვენს მკითხველს თქვენი თავი

მოგესალმებით, მე ვარ შოთა კვარაცხელია საქართველოს მეთევზეთა კლუბის პრეზიდენტი საქართველოს მეთევზეთა კლუბი არის თევზაობის მოყვარულთა ნებაყოფილობითი გაერთიანება რომელიც მიზნად ისახავს სამოყვარულო თევზაობის ცივილიზებური მეთოდების დანერგვას და პოპულარიზაციას როგორც აქტიური დასვენების ერთ ერთ ყველაზე წარმტაც საშუალებას. კლუბის წევრები უფრთხილდებიან ბუნებას და არ თევზაობენ ბრაკონიერული მეთოდებით. ჩვენი კლუბი ყველაზე “ხანდაზმული” მეთევზეთა გაერთიანებაა რეგიონში, იგი დაარსდა 2008 წლის 2 თებერვალს.

როგორი ვითარდება ამჟამად საქართველოს მდინარეები იკლო თუარა თევზმა

სამწუხაროდ წლიდან წლამდე თევზის რაოდენობა კლებულობს. ეს მეთევზეების თვალსაზრისით. წესით სახელმწიბო უნდა ატარებდეს ყოველწლიურ კვლევას თევზის რაოდენობის აღსარიცხად, მაგრამ მსგავსი კვლევა ბოლოს თუ არ ვცდები 1983 წელს ჩატარდა.

ბრაკონიერობამ ბოლო პერიოდში იმატა თუ იკლო

მგონი ერთადერთი რამ, რაც ჩვენს ქვეყანაში სტაბილურია ეს ბრაკონიერობაა. ბოლო დროს კი “ბრაკები” სრულიად აღვირახსნილები გახდნენ და დღისით მზისით ეწევიან თავის ვანდალურ ქმედებას.

როგორუნდა უნდა ვებრძოლოთ ბრაკონიერებს?

კანონის მაქსიმალური გამკაცრებით და რაც მთავარია მისი აღსრულებით. ელექტროშოკური აპარატის ქონება უკვე უნდა ითვლებოდეს სისხლის სამართლის დანაშაულად. გარდა ამისა უნდა გამკაცრდეს სავაჭრო წერტილებში (ბაზრებში ძირითადათ) გასაყიდად გამოტანილი თევზის წარმოშობის დოკუმენტაციის შემოწმება. მაგალითრად იყიდება ადგილობრივი თევზი – თუ გამყიდველი ვერ წარმოადგენს დოკუმენტს, რომ თევზი ფერმისაა, ესეიგი იგი ბრაკონიერულია და ექვემდებარება კონფისკაცია. რა თქმა უნდა ეს მონახაზია, დეტალურად კანონზე იურისტებმა უნდა იმუშაონ, ყველა საკანონმდებლო ნიუანსის გათვალისწინებით.

საქართველოში სპორტული თევზაობის კულტურის განვითარება როგორ მიმდინარეობს?

საკმაოდ აქტიურად. დაარსდა სპორტული თევზჭერის ფედერაციები – ჭერის მეთოდების მიხედვით, ქართველი სპორცმენები იღებენ მონაწილეობას საერთაშორისო ტურნირებში. მიმდინარეობს მუშაობა ახალგაზრდობასთან სამოყვარულო და სპორტული თევზჭერის პოპულარიზაციისთვის.

 

Total Page Visits: - Today Page Visits:
Click to comment

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Facebook

სარეკლამო ადგილი


ჩვენი პარტნიორები