Connect with us

ფეხბურთი

ჩაკვეტაძე და MLS?

ამერიკულ მედეაში კერძოდ mlsmultiplex.com წერს “ლოს ანჯელეს გალაქსის” გაძლიერების გეგმებზე.

გამოცემა ატკიცებს რომ “გალაქსი” გაძლიერების ორ რეალურ ვარიანტს განიხილავს, პირველი ვარიანტია მესუთ იოზილის დამატება ხოლო მეორე ვარიანტად ქართველი გიორგი ჩაკვეტაძე განიხილება რომელიც დღე დღეზე ტრამვას მოიშუშებს.
გამოცემა ამბობს რომ თუ კლუბის არჩევანი  ქართველზე შეჩერდება ეს იქნება ის შემთხვევა როცა კლუბი აქცენტს გააკეთებს  ახალგაზრდა ფეხბურთელის შეძენაზე, მის განვითარებასა და შემდგომ ისევ სარფიანად გაყიდვაზე, რაც იქნება პირველი დიდი მცდელობა რომ ამერიკულ ლიგას მოაცილონ პენსიაზე გასული ფეხბურთელების ლიგის სტატუსი.

ჩაკვეტაძე მხოლოდ 21 წლისაა და “გენტის” მაისურით უკვე 66 მატჩში ითამაშა, სადაც 7 გოლი გაიტანა და 14 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.

 

“ის 2017 წელს გადაბარგდა ბელგიაში “დინამო თბილისიდან”, ეს გუნდი კი მისი აღმზრდელია. იმის მიუხედავად, რომ “გენტში” გადასვლის დროს მასზე არავინ არაფერი იცოდა, გიორგი მალევე გახდა ყველასთვის კარგად ნაცნობი ფეხბურთელი.”_იუწყება გამოცემა.

Total Page Visits: 313 - Today Page Visits: 1
Click to comment

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Facebook

სარეკლამო ადგილი


ჩვენი პარტნიორები