Connect with us

კალათბურთი

🏀👇თორნიკე შენგელია მანუჩარ მარკოიშვილის ნაკვალევზე!

საქართველოს ნაკრების კაპიტანი მოსკოვის “ცსკაში” ითამაშებს!
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ რამოდენიმე დღის წინ “ბასკონიასთან” ერთად ევროპის ერთერთი უძლიერესი ლიგა ესპანეთის ACB ლიგა მოიგო და კარიერას ასეე ევროპის ერთერთ უძლიერეს კლუბში “ცსკაში’ გააგრძელებს. მანამდე 2014-15 წლების სეზონში ამ კლუბის ღირსებას კიდევ ერთი საქართველოს ნაკრების კალათბურთელი მანუჩარ მარკოიშვილი იცავდა.
“– ბედნიერი ვარ ევროლიგის მოქმედი ჩემპიონის რიგებში გადასვლით და ერთი სული მაქვს, როდის შევძლებ საუცხოო მოთამაშეების გვერდითა და ბრწყინვალე მწვრთნელების ხელმძვანელობით თამაშს. იმედი მაქვს, ცსკა-სთან ერთად ევროლიგასა და ვი-თი-ბი ლიგაზე დიდ წარმატებებს მივაღწევთ.”– ასეთი გახლდათ შენგელიას პირველი კომენტარი არმიელთა ოფიციალურ გვერდზე

წყარო: სპორტ პანორამა

Total Page Visits: 650 - Today Page Visits: 2
Click to comment

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Facebook

სარეკლამო ადგილი


ჩვენი პარტნიორები